თბილისის დროით 19:25 საათზე, დღეს, 15 მარტს ონთან 3,7 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ონთან, სოფელ ონჭევთან განმეორებითი ბიძგები იყო, ასევე, 13 მარტს. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ბიძგები 14:55 წუთზე დაფიქსირდა და 3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

მანამდე, 13:46 საათზე იმავე ზონაში 4,3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა მოხდა.