ლაგოდეხის საკრებულოს შენობაში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოფისი გაქურდეს. კომპანიის ოფისი შენობის მესამე სართულზე მდებარეობს.

ქურდობის შედეგად წაღებულია კომპიუტერული ტექნიკა. როგორც On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.