დავეთანხმები "ოცნებას", სავსე ხელებით წავიდა ბრიუსელში ღარიბაშვილი, ოღონდ პრობლემებით სავსე ხელებით — ჯაფარიძე
ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში სავსე ხელებით ნამდვილად წავიდა, თუმცა "პრობლემებით სავსე ხელებით". ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა.
"დავეთანხმები ქართულ ოცნებას, სავსე ხელებით წავიდა [ბრიუსელში] ბატონი [ირაკლი ღარიბაშვილი], ოღონდ პრობლემებით სავსე ხელებით. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ ჩემი ოპტიმიზმი არ შერყეულა იმიტომ, რომ როგორც მოსალოდნელი იყო, ჩვენი ქვეყნის ერთგულმა მეგობრებმა, ევროკავშირს ვგულისხმობ და ამ შემთხვევაში შარლ მიშელს, როგორც ერთ-ერთ უმაღლესი თანამდებობის პირს ევროკავშირში და მის წარმომადგენელს, დანიელსონს, მათ თქვეს, რომ ისინი იმუშავებენ მანამ, სანამ მხარეები არ შეთანხმდებიან, რის გამოც, ჩემი ოპტიმიზმი უფრო გაიზარდა", — განაცხადა ჯაფარიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში 28 მარტს ჩამოვიდა. 1-ელ მარტს, მან ოპოზიციონერ ლიდერებთან და ქვეყნის პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე იმსჯელეს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღების 6-პუნქტიან გეგმაზე.
ქვეყნის დატოვების შემდეგ, მიშელმა გადაწყვიტა საქართველოში პირადი წარმომადგენელი გამოეგზავნა, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მედიაციის პროცესში ჩაერთვებოდა. ევროპული საბჭოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ შუამავლის საქართველოში მივლინება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ჟოზეფ ბორელთან შეთანხმებით, საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შუამავლობისა და პოლიტიკური დიალოგის პროცესის ფარგლებში გადაწყდა.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. იგი უკვე შეხვდა პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, ქართული ოცნებისა და ოპოზიციის, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.
გაიგეთ მეტი:
- მოვუწოდებ ოპოზიციასა და ხელისუფლებას, ეს შანსი სრულყოფილად იქნას გააზრებული — ზურაბიშვილი დანიელსონის ვიზიტზე
- წინაპირობებით ჩვენ ერთმანეთს არ ველაპარაკებით, ეს არის შეთანხმება — სამნიძე მოლაპარაკებებზე
- საიას სახელით ვთქვი, რომ მხოლოდ ვადამდელი არჩევნები ერთჯერადი გამოსავალია — მენაბდე დანიელსონთან შეხვედრაზე
- დანიელსონთან საარჩევნო ადმინისტრაციაზე გავამახვილებთ ყურადღებას — ISFED-ის დირექტორი
- გზა, როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე სხვადასხვაა, ამაზე ვისაუბრეთ — სამადაშვილი დანიელსონთან შეხვედრაზე
- ქართველი პოლიტიკოსების ამბავი რომ ვიცი, ეშმაკს გამოიყვანენ წყობიდან, ნებისყოფა სჭირდება — ხვიჩია მოლაპარაკებაზე
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვანიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
-
გადახედვათვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა თვითმკვლელობამდე მიყვანის და ადევნების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვატროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან ტროლები და ბოტები: როგორ გამოვააშკარაოთ ყალბი პროფილები — ინტერვიუ ანი ქისტაურთან
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
-
გადახედვახატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად ხატია დეკანოიძე: 29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად
-
გადახედვაროგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე როგორი ამინდი იქნება საქართველოში უქმეებზე
-
კომენტარები