ქართული ოცნების პოლიტიკური საბჭოს წევრი, სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ბოლო საპარლამენტო "არჩევნები ჩატარდა ძალიან კარგად" და თუ რაიმე ბრალი აქვს ქართულ ოცნებას მას შემდეგ განვითარებულ მოვლენებში, მხოლოდ ის, რომ მოიგო ეს არჩევნები.

"არჩევნები ჩატარდა ძალიან კარგად. ჩვენი [ქართული ოცნების] ბრალი თუ არის რამე, ის არის, რომ მოვიგეთ რა და ეგ თუ ბრალია, კი ბატონო", — თქვა სოზარ სუბარმა პალიტრანიუსის ეთერში.

2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგებს ოპოზიცია არ აღიარებს. მათმა დიდმა ნაწილმა უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე და ბოიკოტს აცხადებს. შექმნილი კრიზისის განსამუხტავად თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების ფალისიტაციით.

28 თებერვალს საქართველოშ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ჩამოვიდა და პროცესი მოლაპარაკებების პროცესი ფალისიტაციიდან მედიაციის პროცესში გადაიტანა. მან მხარეებს 6-პუნქტიანი გეგმა წარუდგინა, რომელთა ირგვლივაც გრძელდება მოლაპარაკებები. ქვეყნის დატოვების შემდეგ, მან საქართველოში გამოაგზავნა პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დენიელსონი, რომელიც უკვე მეოთხეა დღეა ატარებს შეხვედრებს პარტიებთან, თუმცა შეთანხმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

გაიგეთ მეტი: