2021 წლის გრემის დაჯილდოების ცერემონია ბიონსესთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. იმის გარდა, რომ მომღერალმა 2 გრემი მოიპოვა და კარიერის განმავლობაში ქალ მუსიკოსთა შორის რეკორდული რაოდენობის, 28 გრემის მფლობელი გახდა, მან თავისი შვილის, 9 წლის ბლუ აივი კარტერის პირველი გრემიც იზეიმა. ბიონსესა და ჯეი-ზის შვილმა გრემი საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსთვის, Brown Skin Girl მოიპოვა.

სიმღერა Brown Skin Girl ბიონსეს ალბომში The Lion King: The Gift შედის. ბლუ აივი სიმღერის დასაწყისსა და დასასრულს ასრულებს. იგი ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელია, რომელმაც გრემი მოიპოვა.

"როდესაც ვხედავ, როგორ უმღერიან მამები საკუთარ ქალიშვილებს Brown Skin Girl-ს, და ვიცი, რომ ჩემს გოგოსაც აქვს თანაბარი შესაძლებლობები, შეუძლია, თავდაჯერებული იყოს და ნაწნავები არ ჩამოიშალოს, საკუთარი "აფრო" დაივარცხნოს და მუქი კანით იბრწყინოს —სწორედ ამისთვის ვქმნი მუსიკას", — განაცხადა ბიონსემ მუსიკალურ ვიდეოსთან დაკავშირებით.

2021 წლის გრემის დაჯილდოების გამარჯვებულთა შორის არიან ბილი აილიში, ჰარი სტაილსი, ტეილორ სვიფტი და სხვ.

ამავე თემაზე: