პარლამენტის დეპუტატი ეკა ბესელია ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის უსაფრთხოების კუთხით ეფექტიანი ზომები გატარდა:

"ვიცი, რომ ძალიან დიდი ინტერესია ამ მოვლენების მიმართ. რაც მთავარია, პატრიარქი როგორც ჯანმრთელობის თვალსაზრისით, ასევე, უსაფრთხოების თვალსაზრისით არის დაცული და მასზე კონტროლი ხორციელდება სახელმწიფოს მხრიდან პრემიერის უშუალო დავალებით. ამ მხრივ შეგვიძლია რომ მართლაც ვისაუბროთ პრევენციული ზომების ძალიან ეფექტიან გატარებაზე."

მთავარი პროკურატურის ცნობით, 2017 წლის 10 თებერვალს, მკვლელობის მომზადების ფაქტზე დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს. პროკურატურის მტკიცებით, გიორგი მამალაძე აპირებდა გერმანიაში გამგზავრებას, სადაც პატრიარქი იმყოფებოდა სამკურნალოდ. უწყების განცხადებით, უცნობმა პირმა მიმართა პროკურატურას და მიუთითა, რომ მამალაძეს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა.