გრემის რიგით 63-ე დაჯილდოებაზე ქარდი ბიმ და საღამოს ერთ-ერთმა ტრიუმფატორმა, მეგან თი სტალიონმა ბოლო პერიოდის ჰიტი WAP შეასრულეს. თუმცა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სიმღერის ტექსტი, უხამსი სიტყვების გამო, ამერიკის ხმის ჩამწერმა აკადემიამ დააცენზურა, რადგან შოუ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ამის გამო, შემსრულებლებს ტექსტის თითქმის ნახევარზე მეტის შეცვლა მოუწიათ და ვერავინ გაიგო, სინამდვილეში რას მღეროდნენ.

თუმცა, მაყურებელი უკმაყოფილო არ დარჩენილა.

"ასე 100-ჯერ უფრო ბინძურია", — დაწერა ერთმა მომხმარებელმა ტვიტერზე.

ეს WAP-ის პირველი ცოცხალი შესრულება გახლდათ და მაყურებლებმა ისიც კი შენიშნეს, რომ ტექსტის პორტუგალიურ ნაწილში მუსიკოსებმა ცენზურა არ გამოიყენეს, ხოლო ის რისი დაცენზურებაც მოუწიათ, მოცეკვავეებთან ერთად შესრულებით დააბალანსეს.

ნახეთ ქარდი ბის და მეგან თი სტალიონის სრული პერფორმანსი. მომღერლებმა WAP-ის გარდა სოლო ჰიტიბც შეასრულეს, მათ შორის Savage და Up.