შეკრების თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს ნუ გაცდებით — შსს აქციაზე
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქუთაისში აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მოუწოდებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს არ გასცდნენ.
"საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ადგილზე მიმდინარეობს საპოლიციო ძალების მობილიზება. მოვუწოდებთ აქციის ორგანიზატორებს და მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს", — აცხადებენ შსს-ში.
ქუთაისში ამ წუთებში ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მასშტაბური აქცია იმართება. შეკრებილებმა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას გადადგომა მოითხოვეს და მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციების თბილისში გადმოტანა დააანონსეს.
ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტის, ვარლამ გოლეთიანის თქმით, ასევე, ენერგეტიკის სექტორში მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს და კანონმდებლობის განსასაზღვრად მსჯელობა უნდა დაიწყოს, სადაც მოსახლეობის ნება იქნება ასახული.
აქციაზე ისმის ქსენოფობიური გამონათქვამები, რომელსაც გამომსვლელთა ნაწილი გაემიჯნა.
მეოთხე თვეა ნამახვანის ჰესის აშენებას ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი ხეობიდან კომპანიის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ადგილობრივების პროტესტს მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზიაციათა ნაწილი. მათი განცხადებით, სახელმწიფომ ისე გასცა ჰესის მშენებლობის ნებართვა, რომ მშენებელ კომპანიას საჭირო კვლევები და დოკუმენტები არ ჰქონდა წარმოდგენილი. ამავე დროს, ქართულ ოცნებაში მიაჩნიათ, რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის არაა ნაჩვენები ნამახვანჰესის სიკეთეები და მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
ნამახვანიჰესის კასკადის მშენებლობა მდინარე რიონზეა დაგეგმილი, რომელიც ორ ჰესს მოიცავს, ქვემო და ზემო ნამახვანჰესს. ორივე ჰესი ერთად 433 მგვტ სიმძლავრის უნდა იყოს. პროექტი 850 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და კასკადის ექსპლუატაციაში შესვლა 2025-2026 წელს არის დაგეგმილი. პროექტს თურქულიკომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ნამახვანჰესის ხელშეკრულებით მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინტერესები დათმობილია კერძო კომპანიის სასარგებლოდ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, პროექტს არათუ ვერ ექნება ის წვლილი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებაში, რაზეც მთავრობა მიუთითებს, არამედ შეთანხმება ქვეყნის ბიუჯეტისთვის მძიმე და განუსაზღვრელ ფისკალურ ტვირთებს ითვალისწინებს.
EMC-ს პასუხად, ეკონომიკის სამინისტრო აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნა სპეკულატიური და დილეტანტურია. გარდა ამისა, სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული პროექტი ენერგოდამოუკიდებლობსკენ გადადგმული ნაბიჯია.
12 მარტს, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ არსებული კვლევების გადამოწმებამდე კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება. თუმცა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის ნდობის მოსაპოვებლად მიიღო და დარწმუნებულია, რომ ახალი აღმოჩენა არ იქნება.
ENKA-ს განცხადებით, ნამახვანჰესის პროექტის შესაბამისობას, არსებულ ადგილობრივ და საერთაშორისო გარემოსდაცვით და სოციალურ სტანდარტებთან, განიხილავს კომპანია "რამბოლი", როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი.
მათივე თქმით, "რამბოლი" მაღალი რეპუტაციის მქონე მულტინაციონალური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მოქმედებს პირველი კლასის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სახელით. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს პროექტის ფინანსურ სტაბილურობას და ასევე გარანტიას იღებს ყველაზე მაღალ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე, რომელიც ეხება, როგორც სოციალურ და გარემოსდაცვით მდგრადობას, ასევე უსაფრთხოებასა და ტექნიკურ გამართულობას.
გაიგეთ მეტი:
- თუ რაიმე გახდა დასაკორექტირებელი, კომპანია თავის თავზე აიღებს — თურნავა ნამახვანჰესზე კვლევების გადამოწმებაზე
- კვლევების გადამოწმებამდე ნამახვანჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება — თურნავა
- უკიდურესად შეურაცხყოფილნი ვართ ყველა — გოლეთიანი მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ
- ვამზადებთ პაკეტს, რომლითაც ინვესტორი მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებს — თურნავა ნამახვანჰესზე
-
გადახედვამეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს მეცნიერები უნივერსალურ ვაქცინაზე მუშაობენ, რომელიც ვირუსის ყველა შტამისგან დაგვიცავს
-
გადახედვაშესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს შესაძლოა, დედამიწასთან ახლომდებარე ასტეროიდი მთვარის ფრაგმენტი იყოს
-
გადახედვაკანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია კანონის მიღების შემთხვევაში, ევროკავშირმა სანქციები უნდა დაუწესოს ყველა დეპუტატს, ვინც მის სასარგებლოდ მისცა ხმა — ევროპარლამენტში ინიციირებული რეზოლუცია
-
გადახედვადააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას დააფიქსირეს, როგორ აფრქვევს გალაქტიკა სივრცეში 50 მილიონი მზის მასის მატერიას
-
გადახედვაკანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა კანის კინოფესტივალზე Studio Ghibli-ს საპატიო ოქროს პალმის რტო გადაეცემა
-
გადახედვაუცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა უცხოური დაფინანსებით, ქვეშეთის სოფელ კობთან დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბის გაჭრა დასრულდა
-
გადახედვამზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს მზის სისტემაში ერთით მეტი პლანეტა შეიძლება იყოს და ასტრონომებმა ამის ახალ მტკიცებულებას მიაგნეს
-
გადახედვადღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება დღეს, 23 აპრილს, 7 საათზე, რუსული კანონის საპროტესტო აქცია კვლავ გაიმართება
-
გადახედვაკრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ კრამონი: სანქციები რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავაწესოთ მათ წინააღმდეგ, ვისაც საქართველოს ტრანსფორმაცია რუსული მოდელის მიხედვით სურთ
-
გადახედვაკიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა კიბოს დიაგნოსტირება სისხლის წვეთით? — ახალი მეთოდი პასუხს რამდენიმე წუთში იძლევა
-
-
-
გადახედვააქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC აქციის მშვიდობიან მონაწილეს, რომელზეც პოლიციამ იძალადა, სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა — SJC
-
-
-
გადახედვაარ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია არ ვიცი, Euphoria მე-3 სეზონით დაბრუნდება თუ არა — ზენდეია
-
გადახედვაგენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა გენდერული კვოტების გაუქმების კანონპროექტზე, სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს მიმართა
-
-
გადახედვამილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა მილიარდობით წლის შემდეგ პირველად, სიცოცხლის ორმა ფორმამ ერთი ორგანიზმი წარმოქმნა
-
გადახედვაჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს ჟურნალისტის, ია სართანიას თავდასხმის ფაქტზე, მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოძიებას ითხოვს
-
გადახედვავაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ? ვაშაძე: ივანიშვილმა და მისმა დაჯგუფებამ გადაწყვიტეს, საკუთარ მოქალაქეებს კონტრაქცია გაუმართოს, რას ითხოვთ, ევროკავშირში არ შევიდეთ?
კომენტარები