ონთან, სოფელ ონჭევთან განმეორებითი ბიძგები იყო. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, ბიძგები 14:55 წუთზე დაფიქსირდა და 3,7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო.

მანამდე, 13:46 საათზე იმავე ზონაში 4,3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა იყო.

როგორც On.ge-ს საგანგეგო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ნგრევის ან დაშავებულების შესახებ მათთან ინფორმაცია არ შესულა.