ხუდონჰესი აშენებული რომ იყოს, გაცილებით ძლიერები ვიქნებოდით ეკონომიკურად — თურნავა
ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ, ნამახვანის ჰესზე საუბრისას ზოგადად, ჰესებისადმი საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებაზე ისაუბრა და განაცხადა რომ ეს "პრობლემა" გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან არსებობს. პალიტრანიუსის ეთერში თურნავა შეეხო ხუდონის ჰესს და აღნიშნა, რომ იგი აშენებული რომ იყოს, დღეს ქვეყანა ეკონომიკურად გაცილებით ძლიერი იქნებოდა.
"ნაწილი ადამიანების ჰესების მიმართ არის დიდი უნდობლობით განმსჭვალული და ეს არ არის დღევანდელი პრობლემა. ეს პრობლემა გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან მოდის, როდესაც ხუდონჰესის გაჩერებამდე მივედით. მინდა გითხრათ, რომ დღეს რომ ხუდონჰესი აშენებული ყოფილიყო, ჩვენ გაცილებით უფრო ძლიერები ვიქნებოდით ეკონომიკურად", — განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრმა ახსნა, მისი აზრით, რატომ აქვს საზოგადოების ნაწილს უნდობლობა ჰესების მიმართ. ასევე, განმარტა, მისი ხედვით, რა სარგებლობა მოაქვს მათ მშენებლობას.
"არის ეს შიშები. ზოგი ირაციონალური შიში არის, ზოგი, დავუშვათ, გადმოცემით მოსმენილ ამბავზე დამყარებული შიში, ზოგი ახსოვთ ჯერ და მოდის მართლა წინა თაობებიდან. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანა არის და ჩვენი ვალდებულება არის, რომ მეტად ავხსნათ, რა საჭირო არის ჰესები, რა სიკეთე მოაქვთ ჰესებს და რა არის ალტერნატივა ჰესების.
ალტერნატივა არის შემდეგი — თუკი ჩვენ დღეს, არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ აუცილებელი ჰიდროსადგურები, რომლებიც ახლა, ზოგი შეჩერებულია და ძალიან ბევრი მოსახლეობასთან გაუგებრობის გამო, არ დაიძვრება და მათ შორის დიდი ჰესები, როგორც არის მაგალითად ნამახვანი, ჩვენ უახლოეს 10 წელიწადში გავხდებით უპირატესად და კრიტიკულად დამოკიდებულები იმპორტზე, ელექტროენერგიის იმპორტზე", — აცხადებს ნათია თურნავა.
მეოთხე თვეა ნამახვანის ჰესის აშენებას ეწინააღმდეგება ადგილობრივი მოსახლეობა. ისინი ხეობიდან კომპანიის გასვლასა და მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ. ადგილობრივების პროტესტს მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზიაციათა ნაწილი. მათი განცხადებით, სახელმწიფომ ისე გასცა ჰესის მშენებლობის ნებართვა, რომ მშენებელ კომპანიას საჭირო კვლევები და დოკუმენტები არ ჰქონდა წარმოდგენილი.
12 მარტს, ნათია თურნავამ განაცხადა, რომ არსებული კვლევების გადამოწმებამდე კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება. თუმცა ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის ნდობის მოსაპოვებლად მიიღო და დარწმუნებულია, რომ ახალი აღმოჩენა არ იქნება.
გაიგეთ მეტი:
- თუ რაიმე გახდა დასაკორექტირებელი, კომპანია თავის თავზე აიღებს — თურნავა ნამახვანჰესზე კვლევების გადამოწმებაზე
- კვლევების გადამოწმებამდე ნამახვანჰესის კაშხლისა და წყალსაცავის მშენებლობა არ დაიწყება — თურნავა
- უკიდურესად შეურაცხყოფილნი ვართ ყველა — გოლეთიანი მინისტრებთან შეხვედრის შემდეგ
- ვამზადებთ პაკეტს, რომლითაც ინვესტორი მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას აიღებს — თურნავა ნამახვანჰესზე
-
გადახედვაბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე ბასიანი: კანონი სრულად ზღუდავს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, აწესებს ცენზურას ფაქტობრივად ყველა სფეროზე
-
-
გადახედვასაქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე საქართველოს 10 საუკეთესო გამოსვლა ევროვიზიაზე
-
გადახედვამასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს მასშტაბური კვლევის თანახმად, ვიაგრა ალცჰაიმერის განვითარების რისკებს 50%-ით ამცირებს
-
გადახედვაახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს ახალი რობოტი ადამიანის სახის გამომეტყველებას იმეორებს
-
გადახედვამედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ მედიაკოალიცია სამართალდამცავ უწყებებს მოუწოდებს, ჟურნალისტ ნატო გოგელიას სახლში შეღწევისა და ქონების დაზიანების ფაქტი დროულად გამოიძიონ
-
გადახედვაროგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა როგორ აისახება ყინულის დნობა დღის ხანგრძლივობაზე? — ახალი კვლევა
-
გადახედვავინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით ვინ იქნება Neuralink-ის შემდეგი პაციენტი — რა ვიცით
-
გადახედვაბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი ბელას ადგილას, ედვარდს დავშორდებოდი — კრისტენ სტიუარტი
-
გადახედვაინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი ინტერნეტის სიჩქარე რამდენიმე მილიონჯერ გაზარდეს — როგორ გადაიტანეს წამში 301 ტერაბიტი
-
-
გადახედვაფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ ფრინველის გრიპი ძროხებში ვრცელდება — რა უნდა ვიცოდეთ
-
-
გადახედვაახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს ახალი სურათი ჩვენი გალაქტიკის შავი ხვრელის მაგნიტური ველის სტრუქტურას გვიჩვენებს
-
გადახედვა2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს 2023 წელს შემცირდა ქორწინების, განქორწინების და შობადობის მაჩვენებელი — საქსტატი დემოგრაფიულ მაჩვენებლებს აქვეყნებს
-
გადახედვაემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი ემა სტოუნს Poor Things-ის რეჟისორის ახალ ფილმში ვიხილავთ — ნახე ტრეილერი
-
გადახედვაბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები ბაკურიანში, თოვლის მასაში ერთი ადამიანია მოყოლილი — ადგილზე მუშაობენ მაშველები
-
გადახედვაახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე დასკვნითი სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვა2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ 2026 წელს ასტრონავტები მთვარეზე მცენარეებსაც წაიღებენ
-
გადახედვაBlack Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ Black Sea Arena-ზე Scorpions და OneRepublic მაისში კონცერტებს გამართავენ
კომენტარები