ყველა ვიცნობთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ერთი სული აქვთ, როდის ჩამოგვირაკრაკებენ ყველა მნიშვნელოვან მომენტს იმ ფილმიდან თუ სერიალიდან, რომლის ნახვაც ჯერ ვერ მოვასწარით. ხანდახან ადამიანები, რომლებსაც საიდუმლოს შენახვა არ შეუძლიათ, თავად ფილმის მსახიობები არიან.

გთავაზობთ 10 შემთხვევას, როდესაც ფილმის შესახებ თავად მსახიობებმა დაგვასპოილერეს:

1. ტომ ჰოლანდი — Avengers: Infinity War

ტომ ჰოლანდს რომ მაყურებლების დასპოილერება უყვარს, ეს ახალი ამბავი არაა. "ცოცხალი ვარ!" — ასე აცნობა კინოთეატრში ფილმის სანახავად მისულ მაყურებლებს ადამიანი ობობას სიკვდილის შესახებ ტომ ჰოლანდმა. მსახიობს ეგონა, რომ მათ ფილმი უკვე ნანახი ჰქონდათ.

2. მარკ რუფალო — Thor: Ragnarok

ფოტო: Giphy

მარკ რუფალო ის ადამიანია, რომელსაც, საიდუმლოს შენახვა ნამდვილად არ შეუძლია. 2017 წელს ლოს-ანჯელესში გამართულ მსოფლიო პრემიერაზე მყოფმა რუფალომ შემთხვევით ინსტაგრამზე Live ჩართო და მის გამომწერებს ფილმის პირველი 20 წუთი მოასმენინა.

3. დეივიდ პრაუსი — Empire Strikes Back

ფოტო: Giphy

ფილმის პრემიერამდე 2 წლით ადრე, კალიფორნიაში გულშემატკივრებთან გამართულ შეხვედრაზე დეივიდ პროუსმა განაცხადა: "მამა შვილს ვერ მოკლავს, შვილი კი — მამას" და ამით გაამხილა, რომ დართ ვეიდერი ლუკის მამა იყო.

4. უილ სმიტი — I Am Legend

ფოტო: Giphy

ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე უილ სმიტმა დამსწრე საზოგადოებას შემთხვევით ფილმის დასასრული მოუყვა. ფილმის პროდიუსერმა და სცენარის ავტორმა დაუყვირა, რომ დასასრული არ გაემხილა, თუმცა უკვე გვიანი იყო. პრესკონფერენციის შემდეგ დამსწრეებს სთხოვეს, აღნიშნული ინფორმაცია არ გაევრცელებინათ.

5. სამუელ ლ. ჯექსონი — Revenge of the Sith

ფოტო: Giphy

როდესაც ჯექსონს ჰკითხეს, რითი იქნებოდა დაკავებული მისი პერსონაჟი, მეის უინდუ ვარსკვლავური ომების მომდევნო ეპიზოდში, მანდ უპასუხა: "სიკვდილით".

6. სილვესტერ სტალონე — Creed

აშკარაა, რომ სილვესტერ სტალონეს წარმოდგენა არ ჰქონდა, რაზე არიან გულშემატკივრები წამსვლელნი, როდესაც ინსტაგრამზე ფილმის სცენარის ბოლო გვერდი ინსტაგრამის ფოტოში გამოაჩინა. ფოტოთი გულშემატკივრებმა მატჩის გამარჯვებულის ვინაობასთან ერთად ისიც შეიტყვეს, რომ როკის სიმსივნე ჰქონდა.

7. რეიჩელ მაკადამსი — The Time Traveller's Wife

ფოტო: Giphy

ერთ-ერთ გადაცემაში სტუმრად მიწვეულ რეიჩელ მაკადამსს შემთხვევით წამოსცდა, რომ მისი პერსონაჟის ქმარი მომავალში საკუთარ სიკვდილს ნახულობს და მოულოდნელობის ეფექტი ყველას გაუფუჭა.

8. ჯეისონ მომოა — Aquaman

ფოტო: Giphy

ჯეისონ მომოამ კომიკ-კონზე ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი პერსონაჟი, არტური, ატლანტიდის მეფე გახდებოდა.

9. გვინეტ პელტროუ — Avengers: Endgame

ფოტო: Giphy

გვინეტ პელტროუს ინტერვიუში წამოცდა, რომ ტონი სტარკსა და პეპერ პოტს შვილი ჰყავდათ.

10. ჰარისონ ფორდი — The Force Awakens

ფოტო: Giphy

ჰარისონ ფორდმა გულშემატკივრებს გაუმხილა, რომ მისი პერსონაჟი, ყველასათვის საყვარელი ჰანს სოლო ფილმში იღუპებოდა და ამით გული ყველას წინასწარ ატკინა.