იცით, როდის ვთვლით Gen Z თაობა ამქვეყნად ვალმოხდილად თავს? როცა ბუმერები ჩვენი საფირმო ფრაზების გამოყენებას იწყებენ.

ასე ავივსეთ სიამაყით, როცა მმართველი პარტიის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ, საკუთარი სათქმელის უკეთ ასახსნელად საყოველთაოდ Gen Z-ის საკუთრებად მიჩნეული ჩაი და ფინჯანი გამოიყენა. It's not our cup of tea-ო, აღნიშნა დეპუტატმა. ანუ, საჩვენო რაღაც არ არისო.

ჩვენც მეტი რა გვინდოდა, სასწრაფოდ და საგანგებოდ შევადგინეთ იმ ფრაზების სია, რომლის ტელევიზორიდან მოსმენა, თანაც პარლამენტარებისგან, ძალიან გაგვიხარდებოდა. გთავაზობთ რამდენიმე Gen Z ფრაზას, რომელიც გია ვოლსკის და ჯენზი კულტურით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს გამოადგება.

ხაზგადასმულია ის ფრაზები, რომლებიც გია ვოლსკიმ რეალურად თქვა — მის გვერდით კი წერია თარგმანი Gen Z ენაზე.

1. დაქრინჯვა

ფოტო: Giphy

მნიშვნელობა: თავის უხერხულად გრძნობა.

"რა აგეწვათ ამისთანა, რა გაგიჟდით" — "რაზე დაიქრინჯეთ".

2. ვაიბი

ფოტო: Giphy

მნიშვნელობა: ადამიანის ან სიტუაციის ხასიათი.

"ბოკერიას ფსიქოტიპი არ მომწონს" — "ბოკერიას ვაიბზე ვიქრინჯები".

3. Yass queen

ფოტო: Tenor

მნიშვნელობა: აღტაცებით აღნიშვნა, რომ ვიღაც ძალიან მაგარია.

"პარტიაში ინტელექტუალური რესურსი დაბრუნდა" — "ღარიბაშვილი is back. Yass queen".

4. დათრიგერება

ფოტო: Tenor

მნიშვნელობა: შეწუხება ვიღაცისგან ან რაღაცისგან.

"კრიტიკაზე უარს ვერ ვიტყვით" — "კრიტიკაზე ნუ თრიგერდებით".

5. Canceled

ფოტო: Giphy

მნიშვნელობა: საზოგადოებაში ცნობილი ადამიანის ხაზგადასმა.

"სააკაშვილის ნათქვამს გაფუჭებული კვერცხის ნაჭუჭის ფასი აქვს" — "სააკაშვილი is canceled".

6. Basic

ფოტო: Giphy

მნიშვნელობა: უცოდინარი ადამიანი, რომელიც მხოლოდ პოპულარულ რაღაცებში ერკვევა.

"მაქვს საკმარისი ცოდნა და გამოცდილება" — "არ ვარ basic".

7. Iconic

ფოტო: Giphy

მნიშვნელობა: "კლასიკაა" ან "მოვლენაა" — ითქმის ადამიანზე ან ამბავზე.

"ბიძინა ივანიშვილი საკუთარ ბიოგრაფიას სიკეთის თესვით ქმნიდა" — "ბიძინა ივანიშვილი is iconic".

8. Mood

ფოტო: Tenor

მნიშვნელობა: როცა ვიღაცის მდგომარეობა შენთვისაც ახლობელია.

"მოსახლეობაში პოზიტივია დაგროვილი" — Mood.

9. Periodt

ფოტო: Giphy

მნიშვნელობა: "ბოლო წერტილის დასმა" — უაპელაციო განაცხადი, რომელიც განხილვას არ ექვემდებარება.

"ეს გაიყავით რა" — "ქველმოქმედი ვარ. Periodt"

10. WIG

ფოტო: Tenor

მნიშვნელობა: მეტისმეტი აღტაცება

"პარლამენტში თუ იქნება როიალი, უკეთესი იქნება, შემსრულებელიც გვყავს" — "ელისო ბოლქვაძე პარლამენტშია. WIG"

ბონუსი: Ok, boomer მილენიალო

ფოტო: Tenor

მნიშვნელობა: გეყოს [სიბრძნეების ფრქვევა]

"ნუ ზონდერობ რა, ახალგაზრდა ბიჭიკო" — "Ok, მილენიალო"