ცოტა ხნის წინ, ქართულ ბაზარზე პირველად, ყურსასმენების მწარმოებელი ცნობილი, ამერიკული ბრენდი — Skullcandy გამოჩნდა. ზუმერის ყურსასმენების სტენდები ახალმა მუსიკალურმა აქსესუარებმა გააფერადა.

ხარისხიანი აუდიო ტექნიკის მოყვარულები ბრენდს უკვე დიდი ხანია იცნობენ — Skullcandy ცნობილია მძიმე ბასებით, მყვირალა დიზაინით და არასტანდარტული კომუნიკაციით. პროდუქტებში უახლესი აუდიო ტექნოლოგიები მკვეთრ პატერნებთან და კრეატიულ შეფუთვასთან იკვეთება. "ყველა რევოლუციას სჭირდება საუნდტრეკი" — ასეთია იმ ბრენდის განაცხადი, რომელსაც მეამბოხე სულისკვეთება მთავარ ღირებულებად აქვს მონიშნული.

Skullcandy-ს ფილოსოფიის ძირითადი სამიზნე ახალგაზრდები არიან და ზუმერმაც მორიგი სიახლით მელომანი ქართველი ახალგაზრდების გული კიდევ ერთხელ მოიგო.

Skullcandy-ს უკანასკნელი კამპანია — "Mood Boost"

Skullcandy-ს ისტორიის ათვლა 2003 წლიდან იწყება. მას შემდეგ კომპანიამ უამრავი პროდუქტი შექმნა და საკუთარი სიტყვის თქმაც მოახერხა. მწვავე კონკურენციის პირობებში და ისეთი ტექნოლოგიური გიგანტების გვერდითაც, როგორებიც Sony, JBL, Audio-Technica, Sennheiser და Bose არიან, Skullcandy-მ თავისი სეგმენტი იპოვა და საუკეთესოებს შორის დაიმკვიდრა ადგილი. Skullcandy ე.წ. Fashion ყურსასმენებს ქმნის — მომხმარებლები ამ ყურსასმენებს არამხოლოდ ჟღერადობის და მდიდარი ფუნქციონალის გამო ყიდულობენ, არამედ Skullcandy-ს მკაფიო ვიზუალური იდენტობის ხათრითაც ირჩევენ. Skullcandy-ს ყურსასმენი თავისებური აქსესუარია, რომელიც ლუქს ავსებს და გარესამყაროს შენი ღირებულებების შესახებ ამცნობს.

მუსიკის, მოდის და ცხოვრების აქტიური წესის "შეჯახება" Skullcandy-ს კონცეპტუალური ქარგაა. ბრენდი ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევარ ადამიანებზეა ორიენტირებული და ამ თვალსაზრისით, სპორტის ქართველი მოყვარულებისთვისაც განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს. ბრენდის პროდუქტები უწყვეტ და აქტიურ მოძრაობაზეა მორგებული. უშუალოდ Skullcandy-ს შემქმნელი — რიკ ალდენი სნოუბორდერი და სპორტის მიმდევარია.

სპორტსმენებისთვის თუ არასპორტსმენებისთვის, ბრენდი დაბალბიუჯეტურობის გამოც არის განსაკუთრებით მიმზიდველი. ზუმერში Skullcandy-ის პროდუქციის ფასი 20 ლარიდან იწყება და 400 ლარამდე აღწევს. ფილიალებში და ვებგვერდზე, Skullcandy-ს სხვადასხვა ფორმის და ფერის, მოსახერხებელი, სადენიანი და უსადენო ყურსასმენები და ბადსები დაგხვდებათ. ნებისმიერი მოდელის შერჩევისას, Skullcandy ნამდვილად იძლევა თვითგამოხატვის შესაძლებლობას — Skullcandy-ს ტარება განაცხადია.

ფოტო: Skullcandy

თავისუფლებით, შეუპოვრობით და სითამამით ცნობილი, გულთამპყრობელი ამერიკული ბრენდი აქ არის. ჰოდა, შემოგვიარე, რას ელოდები?!