თუ თავისუფალ დროს ნეტფლიქსზე სერიალებისა და ფილმების ყურებაში ატარებთ, თქვენ თუ არა, თქვენ გარშემო მაინც იქნება ერთი ისეთი ადამიანი მაინც, რომელიც სხვის ანგარიშს იყენებს. ეს ყველაფერი მალე, შესაძლოა, წარსულს ჩაბარდეს: ნეტფლიქსი ისეთ მექანიზმზე მუშაობს, რომლითაც ანგარიშის პაროლის გაზიარების ფუნქციას შეზღუდავს, შესაბამისად, ერთი ანგარიშის გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ ერთსა და იმავე სახლში მცხოვრებ ადამიანებს შეეძლებათ.

"ეს თქვენი ანგარიშია? თუ აღნიშნული ანგარიშის მფლობელთან ერთად არ ცხოვრობთ, საყურებლად ანგარიშის შექმნა დაგჭირდებათ" — ასეთი შეტყობინება მიიღო ზოგიერთმა მომხმარებელმა, რომელიც სხვაგან მცხოვრები ადამიანის ანგარიშის გამოყენებას ცდილობდა.

"აღნიშნული ტესტი იმაში დასარწმუნებლადაა შექმნილი, რომ ადამიანს, რომელიც ნეტფლიქსის კონკრეტულ ანგარიშს იყენებს, ამის უფლებამოსილება აქვს", — განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

აღნიშნული ვერიფიკაციის ტესტის მიზანი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მომხმარებლების თაღლითობისგან დაცვასაც შეიძლება ემსახურებოდეს.

კვლევითი კომპანია Parks Associates-ის მიხედვით, ანგარიშის გაზიარების გამო ნეტფლიქსმა ჯამში $9,1 მილიარდი დაკარგა და ეს რიცხვი 2024 წლამდე $12,5 მილიარდამდე გაიზრდება.

თუ ნეტფლიქსმა აღნიშნული მექანიზმის გამოყენება გადაწყვიტა, დროა, საკუთარი ანგარიშის შექმნაზე იზრუნოთ.

ამავე თემაზე: