პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კრისტიან დანიელსონთან მოლაპარაკებებში მმართველი გუნდიდან ჩაერთვებიან ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე და კახა კუჭავა. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ჩვენი მხრიდან ჩართული იქნება პარტიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე, ვიცე-სპიკერი, ბატონი კახა კუჭავა, ბატონი კობახიძე და ბატონი თალაკვაძე", — თქვა მან.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.

მას შემდეგ, რაც სავრაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილის, ბერა ივანიშვილისა და ანზორ ჩუბინიძის მონაწილეობით ფარული ჩანაწერი გავრცელდა, მოლაპარაკების გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ოპოზიციის ნაწილმა მოითხოვა, რომ ღარიბაშვილი მოლაპარაკებებს აღარ დაესწროს, თუმცა ოპოზიციის საერთო შეხვედრის შემდეგ პარტიებმა განაცხადეს, რომ მმართველ გუნდს მოლაპარაკების ჩაშლის საბაბს არ მისცემენ.

გაიგეთ მეტი: