შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში 30 წლის კაცი დააკავეს, რომელმაც 14 წელს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი ცოლის 10 წლის შვილის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება ჩაიდინა. მათივე ცნობით, ასევე დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნულ ქმედებას არასრულწლოვანი გერის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება საქართველოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-4 ნაწილის ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს.