8 ადამიანი ყვება, როგორ იმოქმედა პანდემიამ მათ კვებით აშლილობაზე
უკვე წელზე მეტი გავიდა, რაც COVID-19 ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. პანდემიამ მსოფლიო მოსახლეობის სრული უმრავლესობისთვის ყველაფერი შეცვალა: სამუშაო გარემო, სწავლის რუტინა, სოციალიზაციის ხარისხი, კომუნიკაციის ფორმები, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასე დაუსრულებლად.
დღემდე მუდმივ რეჟიმში ითვლიან იმ ზიანს, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა მსოფლიო ინდუსტრიებს, ბიზნესებსა და სახელმწიფო ეკონომიკას მიაყენა. თუმცა, გაცილებით რთულია, იმ მასშტაბების შეფასება, თუ რამდენად დაზარალდა ჩვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა.
დეპრესიაზე, შფოთვასა და სხვა მსგავს ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ბოლო დროს მეტ-ნაკლებად ხშირად საუბრობენ, მათ შორის პანდემიის კონტექსტშიც, თუმცა გაცილებით მცირე ყურადღება ეთმობა კვებით აშლილობას — მენტალურ დაავადებას, რომელიც საკვების მიღების წესის დარღვეულ ჩვევას გულისხმობს, რაც სხვადასხვა ფორმით ვლინდება და ადამიანის როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთელობას აზიანებს.
კვებითი აშლილობის 8 გავრცელებული სიმპტომი, რომელიც უნდა იცოდეთ
მაინც როგორ იმოქმედა პანდემიამ იმ ადამიანების მდგომარეობაზე, რომელთაც კვებითი აშლილობა აქვთ? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ამერიკულმა ონლაინმედია BuzzFeed-მა თავისი მკითხველების ისტორიები შეაგროვა და ამ სტატიაში სწორედ მათი გამოცდილებების შესახებ გიამბობთ.
1. "პანდემიის დაწყებამდე მივაღწიე იმას, რომ უფრო ჯანსაღად მეკვება, რის გამოც ფიზიკური ტკივილი იშვიათად მახსენებდა თავს და უკეთესადაც მეძინა. თუმცა შემდეგ საყოველთაო იზოლაცია გამოცხადდა და ყველაფერი გაუარესდა. კვირების განმავლობაში საერთო ისტერიკის ფონზე დიდი ოდენობით საკვების მომარაგებას ვცდილობდი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნახევარფაბრიკატებსა და უხარისხო საჭმელს მოვიხმარდი. იმის გამო, რომ რაღაც დროის განმავლობაში ცოცხალი, ნატურალური პროდუქტი დეფიციტში იყო, არამალფუჭებად ალტერნატივებს ვჯერდებოდი. ამან კი დიდი გამოწვევის წინაშე დამაყენა".
2. "კვებითი აშლილობა მას შემდეგ განმივითარდა, რაც კორონავირუსი დამიდასტურდა. ვირუსით ინფექციის გამო მადა სრულად დავკარგე. დროის ძირითად ნაწილს ძილსა და უნივერსიტეტის დავალებების გამკლავებაში ვატარებდი. საჭმელი თითქოს მთლიანად გაქრა ჩემი ცხოვრებიდან და კიდევ დიდხანს ვერ დაიბრუნა თავისი მნიშვნელობა.
თვეზე მეტი გავიდა, რაც ვირუსისგან სრულად გამოვჯანმრთელდი, მაგრამ კუჭის პრობლემები და უმადობა ისევ მაწუხებს. იმის ნახევარს ვჭამ, რასაც ინფიცირებამდე ვჭამდი, ერთი ულუფის დასრულებაც კი მიჭირს. COVID-19-მა შეცვლა საკვებთან ჩემი დამოკიდებულება — ობსესიური და არაჯანსაღი გახადა".
3. "პანდემიის გამო ჩემი ჯანმრთელობა მკვეთრად გაუარესდა და ახლა ვცდილობ ნელ-ნელა გამოჯანმრთელებას: კარანტინს ერთი დადებითი ის მაინც აქვს, რომ სიმშვიდეში ტანჯვა გაცილებით მარტივია. მშობლებთან დაბრუნება მომიწია, რადგან ჩემი "საუკეთესო მეგობარი", რომელთან ერთადაც დამოუკიდებლად ცხოვრება დავიწყე, საშინლად მექცეოდა იმის გამო, რომ საჭმლის გამოძახება ან მასთან ერთად დალევა არ მინდოდა. ჩემი კვებითი აშლილობა მას აღიზიანებდა. გულის მომკვლელი იყო იმის გაცნობიერება, თუ რამდენად არ ადარდებდა მას ჩემი მდგომარეობა და უხეშად მოპყრობის გამო ბინიდან გადასვლაც კი მომიწია".
4. "ანორექსიის დიაგნოზთან გამკლავებას ვცდილობ. ზუსტად მაშინ დავასრულე კლინიკაში მკურნალობა, როცა პანდემია დაიწყო. თავიდან დამოუკიდებლადაც კარგად ვაკონტროლებდი ყველაფერს, თუმცა სამსახურის გამო სხვაგან გადასვლა მომიწია და თავს ძალიან მარტო ვგრძნობ — 2018 წლის შემდეგ, როცა პროფესიონალების დახმარებას დავთანხმდი, ასე ცუდად არ ვყოფილვარ. ამ ყველაფერს კიდევ უფრო ის ართულებს, რომ კვებითი აშლილობის ძალიან ცოტა სპეციალისტია ამ პატარა ქალაქში, სადაც ახლა ვცხოვრობ და მათი უმეტესობა პაციენტების სიმრავლის გამო გადაღლილია: უამრავ ადამიანს აწუხებს იგივე პრობლემა და ექიმთან მისვლას ვერ ვახერხებ".
5. "პრევენციის გამო დაწესებულმა საყოველთაო იზოლაციამ ჩემი კვებითი აშლილობის მდგომარეობა გააუმჯობესა. თინეიჯერობის შემდეგ მაწუხებდა ეს პრობლემა ისე, რომ წინ ვერ მივიწევდი, მაგრამ ახლა უკეთესობისკენ შეიცვალა ყველაფერი. პანდემიის საწყის ეტაპზე იმაზე ფიქრი მტანჯავდა, რომ რუტინის შეცვლის გამო წონაში მოვიმატებდი. თუმცა მიზნად დავისახე, რომ მაქსიმალურად ჯანსაღად მეკვება და გამომივიდა კიდეც. მართალია, ამის მისაღწევად პანდემია დამჭირდა, მაგრამ ახლა გაცილებით უფრო თავდაჯერებული ვარ, ვიდრე ერთი წლის წინათ ვიყავი".
6. "იმის გამო, თუ როგორ საუბრობს ხალხი პანდემიისას გამუდმებით წონაზე, ეს პერიოდი ძალიან რთული გამოდგა ჩემთვის. ადამიანები სულ იმას განიხილავენ, თუ როგორ მოიშორონ მეტწილად სახლში ყოფნისას მომატებული კილოგრამები, მათ შორის ჩემი ახლო მეგობრებიც კი, რომლებმაც კარგად იციან ჩემი დამოკიდებულებების შესახებ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მათი წონის ცვლილებას მაინც საშინლად უარყოფითად მოიხსენიებენ. ეს ჩემს კვებით აშლილობაზე წარმოუდგენლად ცუდად მოქმედებს: მეც მაფიქრებინებს, რომ საკუთარი წონის გამო შეშფოთებული უნდა ვიყო, რის გამოც დიდია ალბათობა, რომ ჩემი მდგომარეობა გამწვავდეს".
7. "დაწესებული შეზღუდვების გამო სახლში გამოკეტილმა წონაში მოვიმატე. დღეს გეგმურ შემოწმებაზე ექიმთან ვიყავი მისული და უცებ მითხრა: "უიი, ცოტა არ იყოს და წონაში მოიმატე, ხო?" მას თითქოს ძალიან მზრუნველი ტონი ჰქონდა. რთულია, ასეთ კომენტარებს მშვიდად გაუმკლავდე, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი გეუბნება".
8. "კორონავირუსამდე კვებასთან დაკავშირებული პრობლემები არ მქონდა, მაგრამ გასული წლიდან მოყოლებული გარკვეული კვებითი აშლილობა ჩამომიყალიბდა. იმის გამო ვჭამ საჭმელს, რომ ვიცი, ენერგიისთვის მესაჭიროება, მაგრამ შიმშილს საერთოდ ვერ ვგრძნობ. მგონია, რომ თუ საკმარისად არ შევჭამ, გული წამივა, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი რამ აქამდე არ მომსვლია. თითქოს ჩემმა გონებამ და კუჭმა ერთმანეთთან კავშირი დაკარგეს".
Responsible.ge ევროპაბეთის პლატფორმაა, რომელიც საზოგადოებაში აზარტული თამაშების შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პასუხისმგებლიანი თამაშის პოპულარიზაციას ემსახურება. ამასთანავე, პლატფორმის დახმარებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ პასუხისმგებლიანი თამაშის ხელსაწყოებსა და ანგარიშებს, ასევე ინფორმაციას ევროპაბეთის პასუხისმგებლობის შესახებ საზოგადოების მიმართ, ბიზნესსა და კომუნიკაციაში.
-
გადახედვაპარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია პარლამენტთან ახალგაზრდები აქციას მართავენ — რუსთაველი გადაკეტილია
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვააქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს აქციის დროს დაკავებული ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია გაათავისუფლეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვარაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან რაზე საუბრობს პრეზიდენტი ევროპულ მედიასთან — ზურაბიშვილის ინტერვიუები სამ ტელეარხთან
-
გადახედვასაერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი საერთაშორისო გამჭვირვალობის სათავო ოფისი მოუწოდებს მთავრობას, გამოითხოვოს კანონპროექტი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვაარ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს არ უღალატოთ ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებს, მიმართავენ ევროპარლამენტარები საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
კომენტარები