ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე დაცული ტერიტორიის სააგენტომ ხავერდოვანრქიანი შვლების ფოტოები გაავრცელა. ფოტოები თბილისის ეროვნულ პარკში ზოოლოგმა და მოყვარულმა ფოტოგრაფმა, ნიკა ქერდიყოშვილმა გადაიღო.

როგორც ნიკა გვიყვება, ველურ ბუნებაზე და მის მნიშვნელობაზე ხშირად საუბრობს. ეს ჯადოსნური ფოტოები კი იმ ადამიანებისთვის გადაიღო, ვისაც ტრენინგებს უტარებს. მისი თქმით, ფრთხილად და ყურადღებით ათვალიერებდა დათოვლილ ტყეს, როცა შვლის ახალი ნაკვალევი შენიშნა:

"ფრთხილად გავყევი, მაგრამ მივხვდი რომ შემამჩნიეს და მიპარვა და ჩუმად გადაღება აღარ გამოვიდოდა, ამიტომ გზის მოჭრა ვცადე. გამიმართლა, შვლებს პატარა ქედზე გადასვლისას მივუსწარი, თოვლში ჩავიმუხლე და გავშეშდი".

ფოტო: ნიკა ქერდიყოშვილი

ცხოველები სიფრთხილით გამოირჩევიან და ადამიანი შენიშნეს თუ არა, აჩქარდნენ, რამაც მოყვარულ ფოტოგრაფს სულ რამდენიმე წამი აჩუქა ამ ჯადოსნური ფოტოების გადასაღებად:

"6-მა შველმა დაახლოებით 25-30 მეტრში ჩამომიარა. ვიცოდი გადაღებისთვის რამოდენიმე წამი მექნებოდა და მაქსიმალურად უნდა გამომეყენებინა. შვლები წამით შეჩერდნენ, მიდამო შეათვალიერეს და მოხდენილი ნახტომებით ტყეში გაუჩინარდნენ".

ფოტო: ნიკა ქერდიყოშვილი

"ველზე დიდ დროს ვატარებ და მსგავსი შემთხვევები არც ისე იშვიათია ჩემ ცხოვრებაში, ამიტომ ბუნებაში ცხოველის დანახვა ყოველთვის ისე მახარებს როგორც პირველად დანახვისას", — ამბობს ნიკა.

ფოტო: ნიკა ქერდიყოშვილი

ფოტო: ნიკა ქერდიყოშვილი

ფოტო: ნიკა ქერდიყოშვილი

ფოტო: ნიკა ქერდიყოშვილი

ფოტო: ნიკა ქერდიყოშვილი

ფოტო: ნიკა ქერდიყოშვილი

ფოტო: ნიკა ქერდიყოშვილი

ფოტო: ნიკა ქერდიყოშვილი

ფოტო: ნიკა ქერდიყოშვილი

ფოტო: ნიკა ქერდიყოშვილი