ტიკარაძის თქმით, ვაქცინის შემოტანის თარიღმა გადმოიწია და AstraZeneca-ს მოწოდება შაბათიდან დაიწყება
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინის შემოტანის თარიღმა ერთი კვირით გადმოიწია და შაბათიდან ეტაპობრივი მოწოდება დაიწყება. აქამდე არსებული ინფორმაციით, ვაქცინა 22 მარტის კვირიდან უნდა შემოსულიყო, ახალ თარიღად კი, სავარაუდოდ, 13 მარტი განიხილება.
"ამ ეტაპისთვის UNICEF-ის მხრიდან მიღწეული იქნა შეთანხმება AstraZeneca-ს ვაქცინის დაჩქარებულ მოწოდებაზე. მოწოდებული იქნება დათქმული დოზა 43 200 დოზა, რომელიც გადანაწილდება შესაბამისად იმ არსებული პროტოკოლით, რომელიც შემუშავებული არის", — განაცხადა მან.
მინისტრის განმარტებით, საწყის ეტაპზე აიცრება 43 200 ადამიანი და რადგან ეს ვაქცინა 2 დოზით კეთდება, მეორე დოზას აცრილები გაიკეთებენ მაშინ, როცა დამატებითიც შემოვა. მისი თქმით, იციან დროის მონაკვეთი, როცა გარანტირებულად მიიღებენ მეორე დოზებს და აქვთ დასტური, რომ გარანტირებულად მოესწრება შემოტანა.
მანვე აღნიშნა, პირველ რიგში აიცრებიან ექიმები და შემდეგ რისკჯგუფები. მისივე თქმით, გადანაწილება თავდაპირველად დიდ ქალაქებში მოხდება.
მისივე თქმით, გრძელდება მოლაპარაკებები Pfize-ის ვაქცინის შემოტანის დასაჩქარებლად და ამ ეტაპზე ცდილობენ, რომ ის მარტის ბოლომდე შემოიტანონ.
თავდაპირველად ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ თებერვლის ბოლოს საქართველო 29 250 დოზა Pfizer-ის ვაქცინას მიიღებდა, რომელიც 14 500-მდე სამედიცინო პერსონალზე იქნებოდა გათვლილი. თუმცა, ვაქცინის შემოტანა დაგვიანდა.
5 მარტს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ Pfizer-ის ვაქცინა ქვეყანაში, წინასწარი ინფორმაციით, 22 მარტის კვირაში გამოიგზავნება.
გარდა ამისა, 2 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველო Novavax-თანაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
-
-
-
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები