თვალისმომჭრელი სცენები, ინდივიდუალური სტილი და გამოხატვის ფორმა, განუმეორებელი ხელწერა — ჩვენი საყვარელი ნამუშევრების მიღმა ის მხატვრები იმალებიან, რომლებმაც ფუნჯითა თუ ფანქრით ჩვენი ცხოვრება და კაცობრიობის ისტორია რადიკალურად შეცვალეს. საინტერესოა, შეძლებ თუ არა შენი საყვარელი მხატვრების ნამუშევრებში მათივე სახეების ამოცნობას.

ტესტი: გამოიცნობ ცნობილ მხატვარს ავტოპორტრეტით?

ტესტის დაწყება

1 / 10 მარტივით დავიწყოთ. ვის ეკუთვნის ეს დასამახსოვრებელი სახე?

2 / 10 დარწმუნებული ვარ, მზესუმზირებისა და ვარსკვლავებიანი ღამის დიდოსტატსაც იცნობ. ვინაა ნახატზე გამოსახული?

3 / 10 ძალიან ცნობილ ესპანელ მხატვარს საზოგადოება ამ ნახატისგან განსხვავებული სტილით იცნობს. ვის ეკუთვნის ეს ავტოპორტრეტი?

4 / 10 მხატვარი, გამომგონებელი, მათემატიკოსი, მოქანდაკე, ინჟინერი — ვინაა ნახატზე გამოსახული?

5 / 10 დარწმუნებული ვარ, კარგად იცი, ამ უნიკალური სტილის მიღმა ვინ იმალება

6 / 10 ეს ავტოპორტრეტი მე-17 საუკუნეში მოღვაწე ჰოლანდიელ მხატვარსა და ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ხელოვანს ეკუთვნის. ვინაა ნახატზე გამოსახული?

7 / 10 ეს საოცარი ავტოპორტრეტი მე-19 საუკუნის ფრანგ მხატვარსა და რეალიზმის წარმომადგენელს ეკუთვნის. ვინაა ეს ხელოვანი?

8 / 10 თუ ავტოპორტრეტს კარგად დააკვირდები, ის ამ მხატვრის ყველაზე პოპულარულ ნახატს აუცილებლად გაგახსენებს. ვინაა ნახატზე გამოსახული?

9 / 10 ავტოპორტრეტზე გამოსახული ამერიკელი ხელოვანის შემოქმედებაში უდიდესი ადგილი დედაშვილური ურთიერთობის გადმოცემას უჭირავს. ვინაა ავტოპორტრეტზე გამოსახული?

10 / 10 ეს ფრანგი მხატვარი იმპრესიონიზმის მიმართულების დამფუძნებლად ითვლება. ვის ეკუთვნის აღნიშნული ავტოპორტრეტი?

იტვირთება...
ერთი წუთით...