გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ხვალიდან ამინდი გაუარესდება. უწყებაში ამბობენ, რომ 11 მარტის დღის მეორე ნახევრიდან 13 მარტამდე მოსალოდნელია ნალექი. კერძოდ, 12 მარტს შესაძლოა, ითოვოს, მაღალმთაში შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე კი 3-4-ბალიანი ღელვა.

"მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს", — წერია მათ განცხადება

უწყებაში აღნიშანვენ, რომ საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

მათივე ინფორმაციით, 13-15 მარტს, ღამის საათებში, ქართლსა და კახეთში მოსალოდნელია ტემპერატურის დაკლება -4, -7 გრადუსამდე, რაც ყვავილობის ფაზაში მყოფ ხეხილზე და საშემოდგომო ხორბლის ნათესებზე უარყოფითად იმოქმედებს.