მსჯავრდებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების უფლება და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სხვა ინიციატივები
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა კახა კახიშვილმა დღეს სამინისტროს საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც პენიტენციურ სისტემაში დანერგილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.
კახა კახიშვილის თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი სიახლეების ძირითადი მიზანი სისტემაში ერთის მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვა, მეორეს მხრივ კი, წესრიგისა და სარეჟიმო მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფაა.
მინისტრმა საბჭოს წევრებს ის ნოვაციები გააცნო, რომლის დანერგვასაც სამინისტრო, საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში გეგმავს.
მათ შორისაა:
- მსჯავრდადებულთათვის უმაღლესი განათლების მიღების უფლება;
- შინაპატიმრობის შემოღება სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის;
- ელექტრონული მონიტორინგის საშუალებებით სასჯელის აღნიშნული სახის ეფექტური აღსრულების მექანიზმების უზრუნველყოფა;
- გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების შექმნა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სიახლეები იგეგმება პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხთან და პენიტენციურ დაწესებულებაში 3 წლამდე ასაკის ბავშვებთან ერთად მყოფ მსჯავრდებულ დედებთან დაკავშირებით.
საკანონმდებლო ინიციატივის თანახმად, მსჯავრდებულ დედას, 3 წლის ასაკის მიღწევის გამო პენიტენციური დაწესებულებიდან ბავშვის გაყვანის შემდეგ, ერთი წლის განმავლობაში, საშუალება მიეცემა შაბათ-კვირას დაწესებულება დატოვოს და ეს დრო შვილთან გაატაროს.
ამასთან, მინისტრმა სისტემის მართვის თანამედროვე მოდელების დანერგვაზე ისაუბრა, ყურადღება გამახვილდა საშიშროების რისკის მიხედვით მსჯავრდებულთა კლასიფიკაციაზე, რისკის გადაფასების შესაძლებლობებზე, მსჯავრდებულთა დასაქმების, განათლებისა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სხვა პროგრამებზე.
„სასჯელაღსრულების სფეროში მიმდინარე მასშტაბური რეფორმების პროცესში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა ჩართულობა და მათი მოსაზრებების გაცნობა სხვადასხვა საკითხებზე ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ შევქმენით საკონსულტაციო საბჭო, რომელიც დაინტერესებული პირების და ახალი მონაწილეების მისაღებად ახლაც ღიაა. ეს ფორმატი საშუალებას იძლევა ღიად ვისაუბროთ ყველა საკითხზე და ნებისმიერ შეკითხვას გავცეთ პასუხი. ყოველთვის მზად ვარ არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის და მათი რეკომენდაციების გაცნობისთვის, ასევე, ყველა იმ წინადადებისა და პროექტის განხილვისთვის, რომელიც შედეგზე იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა მინისტრმა.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მხრიდან საბჭოს მუშაობაში ასევე, მონაწილეობა მიიღო მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილმა, რომელმაც აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ განხორციელებული ცვლილებების მთავარი მიზანი სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანაა.
საბჭოს წევრებმა დადებითად შეაფასეს პატიმართა დასაქმების, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის და მათ მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში დამზადებული ნაკეთობების რეალიზაციის მიზნით შექმნილი ონლაინმაღაზიის პროექტები, დაგეგმილი ცვლილებები და საბჭოს ფორმატში შეხვედრები. ამასთანავე, კონკრეტულ საკითხებზე საკუთარი შენიშვნები, მოსაზრებები და რეკომენდაციები წარადგინეს.
INL-ის მრჩევლის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის საკითხებში ენტონი სტრეველერის განცხადებით, საბჭოს შეხვედრა ხელს უწყობს გამჭვირვალობას:
„აშშ-ს საელჩოს INL-ის განყოფილება სიამაყით უჭერს მხარს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და მისი საკონსულტაციო საბჭოს დღევანდელ შეხვედრას. წარმოდგენილ ინიციატივებს შორის გამოვყოფდი საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობებს, რომელიც პენიტენციურ სისტემაში იქმნება. ასევე, რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ახალ პროექტებს, რომლითაც გათავისუფლების შემდგომ პატიმრების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის მხარდაჭერა ხდება“.
საკონსულტაციო საბჭო, რომელიც კახა კახიშვილის ბრძანებით შეიქმნა, მინისტრის სათათბირო ორგანოა. იგი სისტემაში მიმდინარე რეფორმის გამჭვირვალობის, სამინისტროს მუშაობის საჯაროობის, საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით ჩამოყალიბდა. საბჭოში ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის 42 წარმომადგენელი და ექსპერტი შედის. საკონსულტაციო საბჭო 3 თვეში ერთხელ იკრიბება.
გასვლითი სხდომა აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს მხარდაჭერით (INL) ჩატარდა.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები