თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, რეჟისორებს საკუთარი ფანტაზიის გაცოცხლება სულ უფრო მარტივად შეუძლიათ. ამის იდეალური მაგალითია CGI, რომელსაც ჯადოსნური სამყაროების, სუპერძალების, ბრძოლის სცენებისა თუ მაგიური ქმნილებების გასაცოცხლებლად ძალიან ხშირად იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ კომპიუტერული გრაფიკა თითქმის უსაზღვრო შესაძლებლობებს გულისხმობს, რეჟისორები მათზე ხანდახან უარს ამბობენ, შესაბამისად, უამრავი ცნობილი სცენა გამბედავი მსახიობების, უცნაური დეკორაციებისა და რეჟისორების სხვა ხრიკების დახმარებითაა შექმნილი.

გთავაზობთ 10 დასამახსოვრებელ სცენას, რომლის შესაქმნელადაც სპეცეფექტები სინამდვილეში არ გამოუყენებიათ:

1. ლანჩის სცენა — Spider-Man

ფოტო: 20th Century Fox

ტობი მაგუაირს ამ სცენისთვის ხელზე სპეციალურად წებოვანი სითხე ჰქონდა წასმული, რათა ლანგარი დაეჭირა. სრულყოფილი სცენის გადაღებას 156 დუბლი დასჭირდა.

2. აბაზანის სცენა — Mary Poppins

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს ჯადოსნური სცენა კომპიუტერული სპეცეფექტების დამსახურება სულაც არაა. მსახიობი ემილი ბლანტი აბაზანასთან დაკავშირებული სასრიალოს დახმარებით უჩინარდება.

ფოტო: Disney

3. რეის პური — Star Wars: The Force Awakens

ფოტო: Lucasfilm / Disney

ერთი შეხედვით უმნიშვნელო სცენის შექმნას 3 თვე დასჭირდა. ამ სცენისთვის სპეციალური "გასაბერი" პური დაამზადეს. ცომი ჯამზე დასხმულ სითხეში მოათავსეს. სითხის შეწოვის პარალელურად, პური ქვემოდან გაბერეს. შემქმნელებმა აღნიშნეს, რომ პურის ჭამა შესაძლებელი იყო, თუმცა საშინელი გემო ჰქონდა.

4. ფანქრის სცენა — The Dark Knight

ფოტო: Warner Brothers

ჯოკერის მორიგი გიჟური ტრიუკი კომპიუტერული გრაფიკის დამსახურება სულაც არაა. აღნიშნული ეპიზოდი რეალურად ორი დამოუკიდებელი სცენის გაერთიანების შედეგია. ერთ სცენაში მსახიობები ფანქარს იყენებენ, მეორეში — არა.

5. დერეფნის სცენა — Inception

ფოტო: Warner Bros

წარმოუდგენელია აღნიშნული ფილმი ერთხელ მაინც ნახო და ეს, პირდაპირი მნიშვნელობით, დავბრუდამხვევი სცენა სამუდამოდ არ დაგამახსოვრდეს. სხვადასხვა ხრიკების გამოყენებასთან ერთად ამ სცენისთვის გიგანტური მოძრავი დერეფანი ააგეს.

6. სროლის სცენა — The Matrix

ფოტო: Warner Bro

ამ გასაოცარ სცენაზე ფილმის შემქმნელები 10 დღის განმავლობაში მუშაობდნენ და მის შესაქმნელად მხოლოდ ფიზიკური სპეცეფექტებია გამოყენებული. აღსანიშნავია, რომ ფილმში ტრინიტის როლის შემსრულებელმა, კერი-ენ მოსმა საკუთარი ტრიუკი პირველივე ცდაზე შეასრულა. დუბლის ჩაშლის შემთხვევაში სცენის ხელახლა დადგმას 6-8 საათი დასჭირდებოდა.

7. ცეცხლისმფრქვეველი გიტარა — Mad Max: Fury Road

ფოტო: Warner Bros

მართალია, შეშლილი მაქსის თავგადასავალი თვალისმომჭრელი სცენებით უხვად გვანებივრებს, თუმცა ცეცხლისმფრქვეველი გიტარა ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გიტარა ნამდვილია და მსახიობი და მუსიკოსი Iota მასზე რეალურად უკრავს. ამ უცნაურ გიტარაზე სავარჯიშოდ მას 4-6 კვირა ჰქონდა.

8. ბურჯ-ხალიფას სცენა — Mission: Impossible – Ghost Protocol

ფოტო: Paramount Pictures

ტომ კრუზი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე გამბედავი მსახიობია, რომელიც კარგი სცენის გადასაღებად უკან არაფერზე დაიხევს. ფილმში კრუზი ბურჯ ხალიფაზე ყველა ტრიუკს თავად ასრულებს.

9. ჩრჩილის პეპლები — Hocus Pocus

ფოტო: Buena Vista Pictures

რაც არ უნდა წარმოუდგენლად გეჩვენებოდეთ, აღნიშნულ სცენაში დაგ ჯონასის პირიდან ნამდვილი ჩრჩილის პეპლები მოფრინავენ. მსახიობს ყელის დასაცავად და სუნთქვისთვის კბილებზე სპეციალური "ჯიბე" ჰქონდა დამაგრებული.

10. ცეცხლმოკიდებული ქუდი — Home Alone

ფოტო: 20th Century Fox

ფილმის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენის გადასაღებად ტექნიკა, სახელად "პეპერის მოჩვენება" გამოიყენეს. ცეცხლმოკიდებული ქუდის ეფექტის მისაღწევად მაყურებელსა და სცენას შორის მინა იმგვარადაა დამონტაჟებული, რომ ორი სცენიდან არეკლილი გამოსახულება ერთმანეთს ემთხვევა. ამ სცენის შემთხვევაში მინის ერთ მხარეს მსახიობი იყო, მეორე მხარეს კი — მანეკენი, რომელსაც თავზე ცეცხლი ეკიდა.