სულ ახლახან, სამსუნგმა მომდევნო Unpacked ღონისძიება დააანონსა და ის 17 მარტს გაიმართება. კორეული ტექნოლოგიური გიგანტისათვის ეს წელს უკვე მეორე მასშტაბური მოვლენა იქნება.

მომდევნო ღონისძიებას Galaxy Awesome Unpacked ერქმევა და გაჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამჯერად სამსუნგი Galaxy A52-სა და A72-ს წარმოგვიდგენს.

Galaxy Awesome Unpacked-ის ნახვა სამსუნგის ოფიციალურ YouTube არხზე იქნება შესაძლებელი და ის 17 მარტს, ჩვენი დროით 19:00-ზე დაიწყება.