აიისამ ბერა ივანიშვილის გამოსახულებით პრეზერვატივი გამოუშვა. ფოტო მათ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელეს.

როგორც ანანია გაჩეჩილაძემ On.ge-ს განუცხადა, პრეზერვატივის ფასი 10-11 ლარია და მას "ანზორი მიიტანს". მისივე თქმით, ეს მოდელი უკვე გაყიდვაშია.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ჩანაწერების შემდეგ, ბერა ივანიშვილმა 9 მარტს ტელეკომპანია იმედს ინტერვიუ მისცა. მთელი ინტერვიუს განმავლობაში მას ერთხელაც არ უთქვამს, რომ ჩანაწერები ნამდვილი არ არის. მეტიც, აუდიტორიის წინაშე ხმამაღლა განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, პასუხს მოსთხოვს. დაადასტურა ბავშვების მშობლებთან მისვლაც, მაგრამ ამტკიცებს, რომ ეს ადამიანები კანონისა და მორალის დაცვით მოინახულეს.

გაიგეთ მეტი: