ზოგ ცხოველში თავის მოწყვეტა ავტომატურ სიკვდილს არ ნიშნავს. მკვლევრებმა ბოლოლაყუჩიანთა 2 ახალ სახეობას მიაგნეს Elysia cf. marginata და Elysia atroviridis. ორივეს შეუძლია, რომ მოწყვეტილი თავიდან ახალი სხეული გაიზარდოს.

კვლევის თანაავტორი საიაკა მიტოჰი ამბობს, რომ ზოგი ცხოველი სხეულის ნაწილს საკუთარი ნებით იშორებს და ახალს იზრდის. ამ შემთხვევაში კი მთელ სხეულზეა საუბარი.

მიტოჰი ამბობს, რომ მკვლევრებმა ზუსტად არ იციან რატომ იშორებს ეს ბოლოლაყუჩა სხეულს. თუმცა, შესაძლოა, ის სხვა ცხოველების "მაგალითს" მიჰყვება, რომლებიც "ტანს" და სხვადასხვა კიდურებს პარაზიტებით ინფიცირების შემდეგ იშორებენ.

ლაბორატორიაში გამოზრდილმა ბოლოლაყუჩებმა თავის მოწყვეტა დაბადებიდან 226-336 დღეში დაიწყეს. სხეულის დაკარგვის შემდეგ მათ წყალმცენარეების ჭამა დაიწყეს და 20 დღეში სხეული სრულად აღიდგინეს.

მკვლევრების დაკვირვებით, ყველა ცხოველს არ გაუმართლა და ზოგმა, თავის მოწყვეტის შემდეგ, სხეულის რეგენარაცია ვერ შეძლო და მოკვდა. თავის მწყვეტის და შემდგომ, სხეულის რეგენერაციის წარმატება, როგორც ჩანს, ამ ცხოველების ასაკზე იყო დამოკიდებული. რაც უფრო "მოხუცია" ბოლოლაყუჩა, სხეულის აღდგენა უფრო რთულია.

მიტოჰის თქმით, ერთ-ერთმა ცხოველმა სხეულის გამოცვლა წარმატებით ორჯერ შეძლო. ეს უცნაური ფენომენი დამატებით კვლევას საჭიროებს, რადგან მეცნიერებისთვის ამ დრომდე "თავის მოწყვეტის" მექანიზმი, ისევე როგორც ამის აუცილებლობა, ბოლომდე შესწავლილი არ არის.