მეცნიერებმა ახალი "ჭკვიანი სპიკერების" სისტემა შეიმუშავეს, რომელსაც შეუძლია Amazon Echo და Google Home უკონტაქტო გულისცემის მონიტორად გადააქციოს.

სისტემა AI-ზე მუშაობს, რომელიც სპიკერებიდან ადამიანის ყურისთვის შეუმჩნეველ სიხშირეზე, ახლოს მჯდომი ადამიანებისკენ სიგნალებს უშვებს, ატყორცნილი ტალღები სპიკერს უკან უბრუნდება, რომელიც ალგორითმის მეშვეობით გულისცემას აფიქსირებს.

უოშინგტონის უნვიერსიტეტის მკვლევრებმა ეს სისტემა ჯანმრთელ, ჰოსპიტალიზირებულ და გულის პრობლემების მქონე ადამიანებზე გამოსცადეს. მათ აღმოაჩინეს, რომ სისტემა გულისცემას ისეთივე წარმატებით აფიქსირებს, როგორც ECG მონიტორები.

მკვლევართა გუნდი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევაა, როცა არათანაბარი და ნორმალური გულისცემის მონიტორინგი ფიზიკური კონტაქტის გარეშე ხდება.

სპიკერების სისტემა ორ ალგორითმს იყენებს, ერთი სპიკერის მიკროფონიდან მიღებულ ინფორმაციას ამუშავებს, რათა გულისცემა იპოვოს.

კვლევის თანაავტორია შიამ გოლაკოტა ამბობს, რომ მიკროფონის მუშაობის პრინციპი Alexa-ს ასისტენტის მსგავსია, რომელიც ხმაურიან ოთახშიც კი, მავანის ხმას ამოიცნობს.

"როცა ვამბობ 'hey alexa', მიკროფონები ერთად მუშაობენ, რომ ოთახში მიპოვონ და ჩემ შემდეგ ბრძანებას მოუსმინონ. იგივე ხდება აქაც".

მეორე ალგორითმი გულისცემის სიხშირეს აფიქსირებს.

მკვლევრები სპიკერების სისტემაზე მუშაობას აგრძელებენ და იმედოვნებენ, რომ მომავალში მისი დახმარებით ადამიანების გულისცემის მონიტორინგს მაშინაც მოახერხებს, როცა პიროვნებას სძინავს. მუდმივი მონიტორინგით ძილის აპნეის ნიშნების ან გულის პრობლემების აღმოჩენა იქნება შესაძლებელი.

შესაძლოა, რომ ეს ალგორითმები Google Home-მა და Amazon Echo-მაც გამოიყენონ.