"რა აღიარებაზე ლაპარაკობთ და რა ავთენტურობაზე, მე არ მესმის. ქვემოთ, უმრავლესობის შეკრებაზე ამაზე საუბარი არ ყოფილა", — ასე უპასუხა ქართული ოცნების დეპუტატმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტის კითხვას, რას ფიქრობდა ბერა ივანიშვილის გუშინდელ "სატელევიზიო აღიარებაზე".

სოზარი სუბარმა განაცხადა, რომ არსებობდა განსხვავება "ადამიანურობასა და არაადამიანურობას შორის". არაადამიანობისა და არაცივილიზირებულობის მაგალითად მან წინა ხელისუფლების მოღვაწეობიდან შემთხვევა გაიხსენა.