დღეს იმედის ეთერში ბერა ივანიშვილის ინტერვიუ გავიდა, რომელიც TV პირველის მიერ აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ მისი პირველი გამოჩენა იყო მედიასივრცეში. ინტერვიუში ბერა ივანიშვილმა განაცხადა, რომ აუდიოჩანაწერებში ხშირად გაჟღერებული შეძახილი "ტრი-ტრი" სინამდვილეში გახლდათ ფრანგული სახელი "ანტონიი", რომელსაც პრემიერს ეძახის ხოლმე. რადგან "ტრი-ტრი" და ანტონი ჟღერადობით არც ისე ახლოსაა, გადავწყვიტეთ ამ ფრაზასთან მახლობელი ფრანგული სახელების ახალი სელექციაც შემოგვეთავაზებინა. ესენია:

1. ტრისტანი

2. ტალბოტი

3. ტროისი

4. ტირელი

5. ტულუსი

6. ტრისტინი

ი-ანი ვარიანტიც არის, კი.

7. ტიერი

8. ტიბოლტი

9. ტიმოთი

10. რატატუი!