"ბერა, ნამდვილები ერთად ვართ", — ასე ეხმაურება პარლამენტის დეპუტატი, დიმიტრი სამხარაძე ბერა ივანიშვილის ინტერვიუს იმედის ეთერში.

"ნაცებო, როგორც 2012-ში, ისე დღესაც, ჩვენმა ძმამ დაგდოთ ბეჭებზე! გაგაპარტახათ და ფსკერზე ჩაგიყვანათ, ისე ღრმად, რომ ვერასდროს ამოხვიდეთ. ბერა, ნამდვილები ერთად ვართ", — წერს დეპუტატი ფეისბუქგვერდზე.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

სამი დღის შემდეგ, 9 მარტს, ბერა ივანიშვილმა განაცხად, რომ 2011 წელს მისი ფანების მშობლებმა ბულინგის შესახებ აცნობეს და დაცვის სამსახურმა "ყველა კანონის, მორალის დაცვით მოინახულა" ისინი. ბერა ივანიშვილმა, ასევე, განაცხადა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, აუცილებლად მოსთხოვს პასუხს დღესაც.

გაიგეთ მეტი: