ბერა ივანიშვილი

10 Mar. 2021, 00:14

მოდით, მე იმ 2011 წლის დამკვეთებს, მათ, ვინც ამას ასრულებდა და 10-11 წლის გოგოებს აშნებდა და აგინებდა, დღეს ამ ადამიანებს, ამ შავი პიარის დამკვეთებსაც და შემსრულებლებსაც, გავაერთიანებ ერთი რამის ქვეშ, რომ ჩემი აზრით, მათ დედის სიყვარული არ იციან. ჩემთვის წარმოუდგენელია, ადამიანმა იცოდეს დედის სიყვარული, ოჯახის ფასი და სხვა ადამიანის დედიკოს ეხებოდეს მსგავსი სიტყვებით, მსგავსი საზიზღრობებით. მე მიჩნდება კითხვა, სად იზრდებიან ეს ადამიანები, ანუ რაზე აქვთ პროტესტი, რომ მათ უნდა შეეძლოთ თავისუფლად არამარტო ჩემი, ნებისმიერი მოქალაქის დედის, ოჯახის, ნებისმიერ საყვარელი ადამიანის სასტიკი , საზიზღარი სიტყვებით მოხსენიება და თუ ამაზე ჩემმა ძმაკამა, ჩემმა მეგობარმა პასუხი გასცა, ის უკვე დამნაშავეა, ტერორის მონაწილეა. მით უმეტეს, ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც დედის კულტი, დედის პატივისცემა, დედის მიმართ მოწიწება საერთოდ სხვა სიმაღლეზე დგას და ეს უბრალოდ ასე არ გამოვა. მე მიმაჩნია, რომ ვისაც ეს ღირებულებები არ ესმის, მისი დედა, მისი დედიკო არ უყვარს, ის უბრალოდ საცოდავია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. საქართველოში იმყოფება რუსი გავლენიანი პირი იანინი, რომელიც მანამდე ოკუპირებულ აფხაზეთში იყო — თამბაქოს კონტროლის ალიანსი
  3. ქვიზი: იცი თუ არა, როგორია საშუალო ხელფასი ევროკავშირის ქვეყნებში?
  4. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  5. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კრამონი: ეს კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის ხელმძღვანელებს კრემლში

ევროპარლამენტის პოზიცია ქართული ოცნების რუსულ კანონზე ძალიან მკაფიოა: ის საფრთხეს უქმნის საქართველოს მომავალს…