ორშაბათს, 13 თებერვალს, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქს ილია მეორეს გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ოპერაციას გაუკეთებენ.

პალიტრა TV-ის ინფორმაციით, ოპერაცია თბილისის დროით დილის 11 საათზე ჩატარდება.

"8 თებერვალს, დასრულდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კლინიკო-ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევები. მიღებული მონაცემების საფუძველზე დადასტურდა ნაღვლის ბუშტის ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა. ამჟამად გრძელდება ოპერაციისთვის მოსამზადებელი ეტაპი. ოპერაცია დაგეგმილია ორშაბათს, 13 თებერვალს.

მისი უწმინდესობა თავს კარგად გრძნობს" - აცხადებენ საპატრიარქოში.

ილია მეორე სამკურნალოდ გერმანიაში 2 თებერვალს გაემგზავრა. ის ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.