ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელზეც ზემოქმედება მაქვს განხორციელებული — ჩუბინიძე
სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმღვანელი და ბიძინა ივანიშვილის დაცვის სამსახურის ყოფილი უფროსი ანზორ ჩუბინიძე ამტკიცებს, რომ არ არსებობს ადამიანი, ვისზეც რაიმე სახის ზემოქმედება განუხორციელებია. მისი თქმით, ამით ამაყობს. ასე გამოეხმაურა ის TV პირველის გავრცელებულ ჩანაწერებს.
"დღეს ანზორ ჩუბინიძეს ამაყად შეუძლია თქვას, რომ ბუნებაში არ არსებობს ახალგაზრდა, გნებავთ ძველგაზრდა ადამიანი, რომელზეც მას რაიმე ზემოქმედება, რაიმე ტიპის ქმედება აქვს განხორციელებული", — აცხადებს ის ტელეკომპანია იმედთან ინტერვიუში.
ჩუბინიძე ადასტურებს, რომ ბერა ივანიშვილის ლანძღვის გამო რამდენიმე ახალგაზრდას შეხვდა და მათ მშობლებს ელაპარაკა. თუმცა, მისი მტკიცებით, ეს არა მუქარისშემცველი, არამედ "პოზიტიური" საუბრები და "კეთილსაიმედო" გარემო იყო.
რაც შეეხება თავად ჩანაწერებს ის ამბობს, რომ 2010-2011 წლებშია ჩაწერილი და დანაშაულებრივი საუბრები კი არა "ჭორაობაა". მისივე თქმით, დანაშაული ამ ჩანაწერის გაკეთება, შენახვა, "მოდელირება" და გავრცელებაა.
"2010-2011 წელს განხორციელებული სატელეფონო საუბრების ჩანაწერებზე დაყრდნობით, ჩვენ ვიხილეთ სიუჟეტი, რომელიც იყო დამძიმებული უხვად ძალმომრეობითი ქმედებით ფოტო და ვიდეო მასალით. იყო ძალიან დიდი მცდელობა იმისა, რომ სიუჟეტი გადმოეტანათ 2010-11 წლებიდან 2016-17 წლისთვის. ძალიან დიდი მცდელობა იყო, რომ უკვე მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და ჩინოსანი ანზორ ჩუბინიძე გამოეყვანათ და დაედანაშაულებინათ, როგორც პირველ ინტერვიუში ვთქვი, აბსურდულ ბრალდებაში, რომ დასდევენ და ავიწროებენ ახალგაზრდებს. რეალობაში რა ხდება?! ირაკლი ღარიბაშვილი ჯერ კიდევ 2010-2011 წლებში, როდესაც ის ქართუ ფონდის თავმჯდომარე იყო, არასდროს ჩემს მიერ ხსენებულ შეხვედრებში მსგავსი ტიპის მონაწილეობა არასდროს მიუღია", — აცხადებს ის.
ამავე ინტერვიუში ჩუბინიძე იხსენებს ახალგაზრდასთან მეზობლების თანდასწრებით საუბარს. მსგავსი ეპიზოდი არის ფარულ ჩანაწერებშიც, თუმცა ჩუბინიძის ვერსიისგან განსხვავებით, იქ ჩანს, რომ არასრულწლოვანი მეზობლების თვალწინ დაამცირეს.
- ჩუბინიძე ადასტურებს, რომ ბერას ლანძღვის გამო ახალგაზრდებს ხვდებოდა, თუმცა მათზე მუქარას უარყოფს
- "აუ, იკა, მაგარია ისე, დედა რო მო***ნათ, ჰა?" — რა გავიგეთ TV პირველის ფარული ჩანაწერებიდან
TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.
ჩანაწერებს ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერი გამოეხმაურა. მაგალითად, პარტიის აღმასრულებელმა მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ჩანაწერები 2010 წლისაა და "ფაბრიკაციაა". მოგვიანებით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "2011 წელს არის გაკეთებული ჩაწერები, რაღაც ფრაგმენტები ამოღებული და შეკოწიწებული".
ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.
ჩანაწერების გავრცელების შემდეგ რამდენიმე მუსიკოსმა და მოქალაქემ განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილზე არასასურველი კომენტარისა და განცხადებების გამო, მათ ემუქრებოდნენ.
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა სალომე ზურაბიშვილმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები