დღეს, 11 თებერვალს, საგზაო უსაფრთხოების საკითხების შესახებ კონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პარლამენტი მზად არის დაჩქარებული წესით განიხილოს საგზაო უსაფრთხოების შესახებ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი:

"დროული მოქმედებაა საჭირო იმისათვის, რომ თითოეული დღის დაყოვნება და გადადება ნიშნავს კიდევ ერთ დაღუპულ ადამიანსა და კიდევ ერთ საგზაო შემთხვევას. მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება იმისათვის, რომ რადიკალურად შევცვალოთ ვითარება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კუთხით. პარლამენტი გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, რომ რაც შეიძლება დაჩქარებული ტემპებით მიიღოს ის პაკეტი, რომელიც საქართველოში საგზაო უსაფრთხოების უფრო მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს".

საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის განხილვა წინა მოწვევის პარლამენტმა დაიწყო, თუმცა ახალმა მოწვევამ მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გაგრძელება.