ბავშვზე ზრუნვისას ყველა დედას თუ აღმზრდელს გამოუცდია სიტუაცია, როდესაც სპეციალისტის რეკომენდაციის მიღება მნიშვნელოვანი ყოფილა. პატარას ჯანმრთელობა ყველასთვის პრიორიტეტია და მასზე ზრუნვა მუცლადყოფნიდანვე იწყება.

მშობლები და უფროსები ეცნობიან სამედიცინო სტატიებს, წიგნებს, გადიან კურსებსაც კი, რომ ბავშვის აღზრდისთვის საჭირო ინფორმაცია ჰქონდეთ. თუმცა ხშირია ისეთი მოულოდნელი სიტუაციები, როცა მშობელმა არ იცის, როგორ მოიქცეს.

ზოგჯერ დიდები პრობლემის სწრაფად მოგვარების მიზნით, კითხვებს საჯარო ჯგუფებში სვამენ, ან ახლობლებს ეკითხებიან, თუმცა პასუხები ხშირად პროფესიონალურ აზრს მოკლებულია. მსგავს ჯგუფებში ერთმანეთს გამოცდილებას უზიარებენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ სამედიცინო განათლება, ყველა ბავშვის მდგომარეობა კი ინდივიდულურია.

როდესაც საქმე ჯანმრთელობას ეხება, ყოველთვის სჯობს პროფესიონალი პედიატრის აზრის მოსმენა. ამის გაკეთება ახლა უკვე სახლიდან გაუსვლელადაც შეგიძლიათ, რაც თავიდან აგარიდებთ საათობით რიგში დგომასა და დაგვიანებულ კონსულტაციას. გარდა ამისა, პანდემიის ვითარებაში რეკომენდებულია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ყოფნისგან თავის არიდება.

ფოტო: REDMED

REDMED-მა შექმნა პედიატრიული კლინიკა, რომელიც ექიმების მომსახურებას ონლაინ გთავაზობთ. ონლაინ პედიატრიული კლინიკის მიზანია მშობლებს შვილების ჯანმრთელობაზე ზრუნვა გაუმარტივოს.

სერვისი მოიცავს 24 საათის განმავლობაში ვიდეო კონსულტაციას კვალიფიციურ პედიატრებთან.

პედიატრიული კლინიკით შეგიძლიათ:

  • გაიაროთ ექიმთან ვიდეო კონსულტაცია;

  • მიიღოთ ექიმის სწრაფი და დროული რჩევა;

  • მიიღოთ პასუხი ბავშვის ჩივილთან დაკავშირებით;

  • მიიღოთ რჩევა ახალშობილის მოვლის შესახებ;

  • გააუმჯობესოთ ბავშვის კვების რეჟიმი;

  • გადაამოწმოთ სხვისი რჩევა ან გამოცდილება;

კონსულტაციიდან 7 დღის განმავლობაში კი პედიატრთან კომუნიკაციას დამატებითი ხარჯების გარეშე შეძლებთ.

ფოტო: REDMED

სასურველ პედიატრთან კონსულტაციაზე ჩაწერა, როგორც REDMED-ის აპლიკაციით (Apple Store; Play Store), ასევე ვებგვერდითაა შესაძლებელი. დაჯავშნამდე კი შეგიძლიათ პედიატრების პროფილს და სხვა მომხმარებლების მიერ დატოვებულ შეფასებებს გაეცნოთ.

REDMED-ით ასევე შეგიძლიათ:

"ჩვენი მიზანია, რომ ნებისმიერმა მომხმარებლემა სასურველი სამედიცინო მომსახურება რაც შეიძლება მარტივად, კომფორტულად და დროულად მიიღოს", — აცხადებენ REDMED-ში.

REDMED-ი, რომელიც ექიმებსა და პაციენტებს ერთმანეთთან აკავშირებს, პირველი ქართული ინოვაციური სამედიცინო პლატფორმაა და ბაზარზე 1 წელზე მეტია არსებობს.