SpaceX აშშ-ს მარეგულირებელ ორგანოებს Starlink-ის ინტერნეტის ფართო სპექტრის მომსახურების ნებართვას სთხოვს. ილონ მასკს სურს, რომ ინტერნეტი ავტომობილებს, გემებს და თვითმფრინავებს მიაწოდოს.

ამ ეტაპზე SpaceX-მა Starlink-ის ძალისხმევა დასახლებებისთვის სწრაფი ინტერნეტის მიწოდებისკენ მიმართა. როგორც ჩანს, მასკს შემდეგ ეტაპზე გადასვლაც სურს.

"სწრაფად გადაადგილების დროს, ადამიანებს სწრაფი ინტერნეტი უნდა ჰქონდეთ და მიწოდების პრობლემები არ უნდა ექმნებოდეთ." — ნათქვამია განცხადებაში.

ამ ეტაპისთვის, ილონ მასკის ხელმძღვანელობით კომპანიამ კოსმოსში 1000-ზე მეტი სატელიტი გაუშვა. 10,000-ზე მეტი მომხმარებელი კი, Starlink-ის ბეტა პროგრამაში უკვე ჩაერთო.

Starlink-ის ინტერნეტის მისაღებად, 499 დოლარის ღირებულების მოწყობილობების შეძენაა საჭირო, ამას ემატება ყოველთვიური გადასახადი, რომელიც 99 დოლარია. ეს ყველაფერი ნამდვილად არ არის იაფი, თუმცა, ბევრს მიაჩნია, რომ ფასი აუცილებლად დაიკლებს.