კრიტიკის შემდეგ, 8 მარტს გვიან ღამით ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში მარტვილში განვითარებული მოვლენების დროს დაშავებული ჟურნალისტი მოინახულა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"მე ერთი მოვინახულე, აქ ვინც იყო დარჩენილი. დანარჩენი ზოგი გაეწერა, ზოგი წავიდა", — განაცხადა მეუფემ.

ჭყონდიდის ეპარქიაში, მარტვილში 10-მდე ადამიანი აივნიდან გადავარდა. მათ შორის არიან TV პირველი, ფორმულას, რუსთავი 2-სა და მთავარი არხის ჟურნალისტები და ოპერატორები.