შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გურჯაანში ქმარმა ცოლს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რა დროსაც ქალს ხელში მცირეწლოვანი შვილი ეჭირა. უწყების განცხადებით, ჩვილმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა.

შსს-ში ამბობენ, რომ გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, კაცი კი დაკავებულია ოჯახში ძალადობის ბრალდებით. გამოძიებაც სწორედ ამ მუხლით მიმდინარეობს.