ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჩატარდება კვლევა, რითაც დადგინდება, თუ რა ცვლილებებია მოსალოდნელი კოვიდის გადატანის შემდეგ პერიოდში.

"კვლევა შეეხება პაციენტებს, რომელთა შერჩევა მოხდება რანდომული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, რა თქმა უნდა, მათი თანხმობით და ყველა ეთიკური წესის დაცვით. იმ კოვიდგადატანილ პაციენტებს, რომელთაც გაიარეს მკურნალობა კლინიკებში ინფექციური დაავადებების და შიდსის ცენტრი მათ შესთავაზებს გამოკვლევების პაკეტს, რათა მოხდეს სრულად შესწავლა მათი პოსტკოვიდური მდგომარეობის და გამოვლინდეს რაიმე დარღვევა უკვე კლინიკურ ლაბორატორიულ დონეზე ვლინდება თუ არა, შესაძლოა არც იყოს ჩივილი გამოხატული, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია შეფასდეს რამდენად დაუბრუნდა ნორმას ის ცვლილებები, რაც კოვიდის პერიოდში დაფიქსირდა. ძალიან საინტერესო კვლევაა, ველოდებით შედეგებს და ამ გზით საქართველოს მონაცემები იქნება ერთ-ერთი ნაწილი იმ, ზოგადად, მსოფლიო მონაცემების, რაც ამ მიმართულებით გროვდება", — განაცხადა გაბუნიამ.

მისივე თქმით, სამიზნე ჯგუფი დაახლოებით 500-დან 600 ადამიანამდე მერყეობს და კვლევა ამ ეტაპზე თბილისში მყოფ პაციენტებზე ჩატარდება.