ლონდონში მდებარე მუზეუმმა, Photographic Museum of Humanity, რომელიც ონლაინ გამოფენებს მართავს, ქალთა დღეს 2021 წლის ყველაზე საინტერესქალი ფოტოგრაფები დაასახელა. სტატია, სახელად 12 ქალი ფოტოგრაფი, რომელიც 2021 წელს უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ, 8 მარტს გამოქვეყნდა.

ბრაზილიელ, პოლონელ და აფრიკელ ხელოვანებს შორის მოხვდა ქართველი ფოტოგრაფი მანო სვანიძეც.

"მისი გადმოცემის ფორმა საკმაოდ ინტიმურია, ნამუშევრებზე კი ნაკაწრები და მტვერია დატოვებული. ის ფოტოგრაფიით საკუთარ შიშებს, ეჭვებს და უხილავ შფოთვებს გადმოგვცემს, ასევე იმ პრობლემებს გვიჩვენებს, რომელიც საზოგადოებაში არსებობს. მისი ბოლო ორი ნამუშევარი, Dormiveglia და Feeling blue პანდემიით გამოწვეულ გაურკვევლობას ეხმაურება", — წერია ქართველ ფოტოგრაფზე.

მუზეუმის ონლაინ პლატფორმამ სხვა გამორჩეული ქალი ფოტოგრაფებიც დაასახელა:

აგნიშკა სეიუდი, პოლონეთი

ფოტო: Agnieszka Sejud

ემან ალი, ომანი

ფოტო: Eman Ali

ეთინოსა ივანი, ნიგერია

ფოტო: Etinosa Yvonne

კაროლინა კვიკი, პოლონეთი

ფოტო: Karolina Ćwik

ქსენია ჰალუბოვიჩი, ბელარუსი

მაიკა ელანი, ვიეტნამი

ფოტო: Maika Elan

მანო სვანიძე, საქართველო

ფოტო: Mano Svanidze

მარილინ რიბერო, ბრაზილია

ფოტო: Marilene Ribeiro

ნედინ ალ კუდოსი, ემირატები

ფოტო: Nadine Al Koudsi