რას იტყვით ტექნოლოგიაზე, რომელიც სახლში ტემპერატურის დარეგულირებაში დაგეხმარებათ, მისი კონტროლი დისტანციურად შეგეძლებათ და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, გადასახადების დაზოგვის საშუალებას მოგცემთ?

დიახ, ასეთი ტექნოლოგიები არსებობს და ეს ჭკვიანი თერმოსტატებია. ჭკვიანი თერმოსტატით სახლის ტემპერატურის კონტროლი მუდმივად შეგიძლიათ. წლების განმავლობაში, თერმოსტატები უმჯობესდება, შესაბამისად სახლის ტემპერატურის კონტროლი სულ უფრო მარტივდება. თუმცა, ახლა სახლის ტემპერატურის კონტროლი უკვე დისტანციურადაც შეგვიძლია.

ამისთვის უახლეს თერმოსტატებში WiFi და სენსორული ტექნოლოგიებია ჩაშენებული. თერმოსტატს სმარტფონით ნებისმიერი ადგილიდან შეგიძლიათ დაუკავშირდეთ. მეტიც, მისთვის ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნაც შეგიძლიათ. ასე რომ, როდესაც სუსხიან ზამთარში სახლში არ იქნებით, შეგეძლებათ ტემპერატურას დაუწიოთ, ხოლო როცა დაბრუნებას გადაწყვეტთ, სახლი დისტანციურად, წინასწარ გაათბოთ.

აღსანიშნავია, რომ ჭკვიანი თერმოსტატები ჩვენ მოქმედებებს აკვირდებიან და დროთა განმავლობაში გვსწავლობენ კიდევაც. მათ ჩვენი გრაფიკის დამახსოვრება შეუძლიათ და სურვილისამებრ, ტემპერატურას ავტომატურ რეჟიმში არეგულირებენ.

ერთი სიტყვით, ჭკვიანი თერმოსტატი, როგორც კომფორტთან, ისე გადასახადების დაზოგვასთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება ღირებულებას, ასეთი თერმოსტატების ფასი საშუალოდ 150-დან 250 დოლარამდეა.

რუბრიკის სპონსორია ტექნიკის მაღაზიათა ქსელი გრანდ ელექტრონიქსი. გრანდ ელექტრონიქსი SHARP-ის, TOSHIBA-ს, Mitsubishi Electric-ის, Midea-ს, Ardesto-ს, Warmhaus-ისა და სხვა პრემიუმ თუ დაბალბიუჯეტური ბრენდებით სახლის ტექნიკით აღჭურვასა და კომფორტის შექმნაში დაგეხმარებათ.

თქვენთვის სასურველი საოჯახო ტექნიკის ყიდვა შესაძლებელია გრანდ ელექტრონიქსის ხუთ ფილიალში: საბურთალოს სითი მოლის, ისთ ფოინთის, მეგალაინის სავაჭრო ცენტრებში და გლდანისა და ვარკეთილის ფილიალებში, აგრეთვე 24/7-ზე გრანდ ელექტრონიქსის ვებგვერდის საშუალებით.