აზერბაიჯანის დედაქალაქში პოლიციამ დააკავა 30-მდე აქტივისტი, რომლებიც 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საპროტესტო აქციის ჩატარებას აპირებდნენ. ისინი ტრადიციულად ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ ბაქოს ცენტრში შეიკრიბნენ. JAMnews-ის ცნობით, დაკავებულთა შორის მათი კორესპონდენტიც იყო.

ქალთა აქცია ბაქოში 8 მარტს დაკავებების ფონზე გაიმართა

ფოტო: AzadliqRadiosu

მედია წერს, რომ აქტივისტები რამდენიმე დღის განმავლობაში ემზადებოდნენ ამ აქციისთვის. პოლიციამ კი, მათ პროტესტის გამოხატვის საშულება არ მისცა.

დაკავებულები, დაახლოებით, ორი საათის შემდეგ გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, ფემინისტთა ჯგუფი ქალაქის სხვა ნაწილში გადავიდა და ზამთრის პარკში პლაკატები აღმართეს. პოლიციამ ისევ ჩაერია, მაგრამ ამჯერად არავინ დაუკავებიათ.