იმის ნიშნად, რომ iMac Pro-ს დრო ამოიწურა და მისი მარაგები აღარ შეივსება, Apple-ის ოფიციალურ საიტზე მხოლოდ iMac Pro-ს სტანდარტული ვერსიის ყიდვაღაა შესაძლებელი და აქვეა წარწერაც, რომელიც მიგვანიშნებს, რომ მარაგები ნელ-ნელა თავდება.

Apple ადასტურებს, რომ მარაგის ამოწურვის შემდეგ iMac Pro ხელმისწავდომი აღარ იქნება.

ეს ალბათ გასაკვირი არ არის, რადგან ცნობილია, რომ წელს Apple აიმაკის ახალ ვერსიას წარადგენს, რომელიც დიზაინის მხრივ ძირეულად იქნება შეცვლილი. იანვარში, ბლუმბერგი წერდა, რომ ახალი iMac-ის დიზაინი ეფლის მონიტორის, Pro Display XDR-ის მსგავსი იქნება.