სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, მარტვილში დაშავებულ ჟურნალისტებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ აქვთ. დაშავებულები მარტვილის ევექსში არიან გადაყვანილები.

როგორც ევექსის კლინიკაში On.ge-ს უთხრეს, შემთხვევის ადგილიდან კლინიკაში 6 ადამიანი გადაიყვანეს, 5 მათგანს უკვე ჩაუტარდათ გამოკვლევა და მათი მდგომარეობა სტაბილურია, 1-ს კი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ, ვინაიდან საჭიროებს დამატებით გამოკვლევებს.

ჭყონდიდის ეპარქიაში, მარტვილში 10-მდე ადამიანი აივნიდან გადავარდა. მათ შორის არიან TV პირველი, ფორმულას, რუსთავი 2-სა და მთავარი არხის ჟურნალისტები და ოპერატორები.