თუ მიშელის მისია იქნება წარუმატებელი, ეს ნიშნავს, რომ სხვა ვერავინ დაგეხმარებათ — კუბილიუსი
ევროპარლამენტარი და ევრონესტის თავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტი ექსტრაორდინალური შემთხვევა იყო და თუ ამ ვიზიტს შედეგი არ მოჰყვება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს სხვა ვერავინ დაეხმარება.
"იმედი მაქვს, ორივე მხარემ იცის, თუ რას ნიშნავს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაცია და პროცესებში ჩართვა. ეს იყო ექსტრაორდინალური შემთხვევა. შარლ მიშელი მთელი ევროკავშირის ლიდერია და თუ მიშელის მისიას, რომლის მიზანიც მოლაპარაკებების დაწყებაა, შედეგი არ მოჰყვება, ეს იქნება გზავნილი ევროპისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ მისი მისია იქნება წარუმატებელი, ეს ნიშნავს, რომ სხვა ვერავინ დაგეხმარებათ. მე მოვუწოდებ ორივე მხარეს, ძალიან სერიოზულად მიუდგნენ უშუალოდ მიშელის და მთელი ევროპის გუნდის პროცესებში ჩართვას. ამ კრიზისიდან გამოსვლის გზა უნდა მოიძებნოს", — აცხადებს კუბილიუსი იმედის ეთერში (იმედის თარგმანი).
მისივე თქმით, ბრიუსელში ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პროცესებს და ამ ორ კვირაში უნდა მოხდეს მკაფიო წინადადების წარდგენა.
"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიცია სერიოზულად მიუდგება პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციას და მის ძალისხმევას, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრას. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს ორკვირიან ვადაზე მოხდა შეთანხმება, ეს ყველამ იცის. ამ ორ კვირაში უნდა მოხდეს მკაფიო წინადადებების წარდგენა, რაც ქვეყანას შექმნილი კრიზისიდან გამოიყვანს. ბრიუსელში ყველა ამას ელოდება. ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესებს. მმართველმა პარტიამ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და წარადგინოს იდეები. მე იმედიანად ვარ განწყობილი", — აცხადებს ევროპარლამენტარი.
ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პირველ მარტს გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკური დიალოგის განახლების 6-პუნქტიან გეგმაზე იმსჯელეს.
შარლ მიშელის საქართველოში ჩამოსვლამდე ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით მიმდინარეობდა. თუმცა, რამდენიმე კვირაა, რაც მმართველ გუნდი და ოპოზიცი მოსალაპარაკებლად ერთ მაგიდასთან არ დამსხდარან.
კელი დეგნანისა და კარლ ჰარცელის ფასილიტატორობით მიმდინარე მოლაპარაკებებისას, ოპოზიცია 4 მოთხოვნას აყენებდა, რაც მოიაზრებდა ხელახალი არჩევნების ჩატარებას, საარჩევნო სისტემის რეფორმას, ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადაყენებასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, პარტია გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ არსებულ ოთხ პუნქტს დაემატა ორი ახალი პუნქტი.
გაიგეთ მეტი:
- შესაძლო ვადამდელი არჩევნები, რეფორმები — რა წერია მიშელის 6-პუნქტიან გეგმაში
- ამ კრიზისიდან გამოსვლას მთელი წყება საკვანძო ნაბიჯები სჭირდება — ბოკერია
- არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება, თუ ოპოზიცია არ ჩაერთვება კომისიაში და გადახრა არ დადასტუდება — მდინარაძე
- მთავარია, 6 პუნქტზე რომ დავიწყებთ საუბარს, ხელისუფლებამ გამოიჩინოს მეტი მზაობა სერიოზული დიალოგისთვის — ჯაფარიძე
- ვადამდელი უნდა დაინიშნოს თუ არა, ევროპელი პოლიტიკოსების გადასაწყვეტი არ არის — ელისაშვილი
-
გადახედვააზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს აზერბაიჯანში, "ამორალური კონტენტის" გამო, 60-მდე ტიკტოკერი დასაჯეს
-
გადახედვადეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას დეგნანი: ვფიქრობ, კანონის შემობრუნების მიზეზი ისაა, რომ ოცნებამ არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მუშაობა არ დაუშვას
-
გადახედვასაგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით საგარეოში უარყოფენ, რომ საქართველოს ელჩი გერმანიაში ბუნდესტაგში დაიბარეს — რა ვიცით
-
გადახედვაროგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა როგორი იყო უძველესი ადამიანების ევოლუცია — კვლევა
-
გადახედვაჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების ერთობლივი განცხადება რუსულ კანონთან დაკავშირებით
-
გადახედვატეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე ტეილორ სვიფტი 19 აპრილს ახალ ალბომს უშვებს —ყველაფერი, რაც ალბომზე უნდა იცოდე
-
გადახედვაარა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში არა, ფეისბუკი თქვენს ფოტოებს უნებართვოდ არ გამოიყენებს — რა ხდება სინამდვილეში
-
გადახედვანახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა ნახეთ: Boston Dynamics-მა ახალი ჰუმანოიდი რობოტი წარადგინა — ის სრულად ელექტროა
-
გადახედვახოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი ხოაკინ ფენიქსის ნაპოლეონი საშინელებაა, მე უკეთესად ვითამაშებდი — ბრაიან კოქსი
-
გადახედვაამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი ამ აქციებმა დაგვანახეს საჭიროება და ხალხის მხარდაჭერა ამ კანონის მიმართ — შალვა პაპუაშვილი
-
გადახედვაგიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ გიორგი ჯანელიძე: კანონი გამოყენებული იქნება ბოროტად და შერჩევით, ამიტომ მოგვიწოდებენ დასავლეთიდან მისი არ მიღებისკენ
-
გადახედვაპრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს პრეზიდენტმა ვეტო დაადო ქალთა კვოტირების გაუქმების კანონებს
-
გადახედვაკვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს კვენტინ ტარანტინო ბოლო ფილმს, რომელშიც ბრედ პიტს უნდა ეთამაშა, აღარ გადაიღებს
-
-
გადახედვათამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან თამთა კალანდაძის ინფორმაციით, ლაზარე დღეს ან ხვალ გამოვა ციხიდან
-
გადახედვაუშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი უშუალოდ ვაჟა სირაძის მითითებით რამდენიმე პოლიციელმა შემათრია, მირტყამდნენ გამეტებით, ერთი ნეკნი მაქვს მოტეხილი — ელისაშვილი
-
გადახედვაქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო ქოაჩელას მუსიკალურ ფესტივალზე ლანა დელ რეისა და ბილი აილიშის დუეტი შედგა — ვიდეო
-
გადახედვამარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ მარიამ დოლიძე: საშინელი ტკივილები მაქვს, გამაყუჩებლის გარეშე ვერ ვძლებ
-
-
კომენტარები