გენდერულ თანასწორობაზე საუბარი აღარავისთვისაა ახალი. ამის მიუხედავად, დღემდე უამრავი წარმოდგენაა შემორჩენილი, რომლებიც ნორმად ითვლება, თუმცა რეალურად ქალებს უთანასწორო და უსამართლო გარემოში ამყოფებს.

ამ სტატიაში სოციალურ ქსელ ტვიტერის მომხმარებლების მოსაზრებებს გთავაზობთ, რომლებიც იუმორის, რელევანტური შედარების, ანდა მიმების საშუალებით სექსისტურ შეხედულებებსა და პრაქტიკებს ამხელს.

1. "სულ მაოცებს ის ფაქტი, რომ როცა ვიღაც თავს გაბეზრებს, ყოველთვის ჭრის ხოლმე ფრაზა "შეყვარებული მყავს", რადგან ისინი იმ კაცს უფრო მეტად უწევენ ანგარიშს, ვინც თვალით არ უნახავთ, ვიდრე მათ წინ მდგომ ქალს"

ფოტო: Giphy

2. "როცა ქალები სექსუალურ ძალადობას ახსენებენ, კაცების პირველი რეაქციაა: "კაცებსაც აქვთ ეს პრობლემა". არადა, მაგალითად, როცა კაცებში თვითმკვლელობის მაღალ მაჩვენებელზე საუბრობენ, რაც მართლაც მთელი საზოგადოების მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ვერ იპოვი ქალს, რომელიც ასეთ დროს იტყვის: "ქალებსაც აქვთ ეს პრობლემა", რადგან ჩვენ ელემენტარული ემპათია მაინც გაგვაჩნია"

ფოტო: Giphy

3. "ის ქალი იყო უხეში, თუ შენ ჩამოგიყალიბა სოციუმმა წარმოდგენა, რომ ქალები ყოველთვის თბილები, მეგობრულები და კეთილგანწყობილები უნდა იყვნენ? იქნებ უბრალოდ დისკომფორტს გიქმნის ქალი, რომელიც ასე არ იქცევა?"

ფოტო: Giphy

4. "ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა ის იყო, როცა გავაცნობიერე, თუ რატომ არ მომწონდა ამდენი პერსონაჟი ქალი: ისინი იმ კაცებმა შექმნეს, რომლებსაც ქალები არ მოსწონდათ"

ფოტო: Giphy

5. "არასდროს მინახავს, ხალხმრავლობაში სწრაფად გასავლელად კაცს სხვა კაცის წელზე მოეხვიოს ხელი და იქნებ იმავეს გაკეთება ქალების მიმართაც შეწყვიტოთ"

ფოტო: Giphy

6. "როცა კაცი ამბობს: "პრეზერვატივით სიამოვნების მიღება გამიჭირდება", სამწუხარო მოსასმენია, მაგრამ უფრო დიდია ალბათობა, რომ ასე თუ ისე, მე საერთოდ ვერ მივიღო სიამოვნება, შესაბამისად, ერთად გადავიტანთ ამას როგორმე"

7. ტვიტერის ერთი-ერთ მომხმარებელს, რომელიც წერდა: "რა მოხდება, კაცებმაც რომ ისევე დაწერონ 'ქალები მძულს', როგორც ამას ქალები წერენ ხოლმე საჯაროდ კაცებზე?", შემდეგნაირად უპასუხეს:

"კაცები საჯაროდ არ დაწერენ, ქალები მძულსო. ამის ნაცვლად ისინი ქალებს მოკლავენ, გააუპატიურებენ, მოიგონებენ კანონებს, რომ მათი სხეულები გააკონტროლონ, არათანაბარ ანაზღაურებას გადაუხდიან, ზეგანაკვეთურად ამუშავებენ და ინტერნეტში ისეთ არარაციონალურ სექსისტურ ვარაუდებს გამოთქვამენ, როგორიც ზუსტად ეგ კითხვაა"

ფოტო: Warner Bros.

8. "თუ ლესბოსელებს შეუძლიათ საკუთარი თავის კონტროლი, როცა ქალს მოხდილი სამოსით ხედავენ, მაგრამ იგივე არ შეუძლიათ კაცებს, იქნებ პრობლემა ტანსაცმელი სულაც არ არის?!"

ფოტო: Giphy

9. ტვიტერზე გამოქვეყნებული კითხვის — "თუ პირბადეები ასეთი აუცილებელია, სახელმწიფო უფასოდ არ უნდა გვაწვდიდეს?" — პასუხი:

"წარმატებები! უკვე წლებია, იმავეს მიღწევას ტამპონებისა და საფენების შემთხვევაში ვცდილობთ"

ფოტო: Giphy

10. "კაცები იმ ქალებს, რომელთაც თავიანთი სურვილით აქვთ სექსი, იმაზე ხშირად არცხვენენ, ვიდრე იმ კაცებს, რომლებიც ქალებს აუპატიურებენ"

ფოტო: Tenor