არ აღშფოთდა ეს ხალხი, არ იჯერებენ ადამიანები იმას, რაც არ არის დასაჯერებელი — მდინარაძე ჩანაწერებზე
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის თქმით, ქართულ საზოგადოებას არ სჯერა TV პირველის მიერ გავრცელებული ჩანაწერების ნამდვილობის.
"არ აღშფოთდა ეს ხალხი იმიტომ, რომ არ იჯერებენ ადამიანები იმას, რაც არ არის დასაჯერებელი. ქართული ოცნების ლიდერების ძალადობას და ამაზე აღშფოთებულ ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს, არ იჯერებს ქართული საზოგადება", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძე ამბობს, რომ ეს არის კამპანია, რომელსაც უნდა აღეშფოთებინა საზოგადოება, თუმცა, მისი თქმით, აღშფოთდნენ ისევ ისინი, "ვინც ფაბრიკაცია მოახდინა".
"ჩვენ კვლავ მზად ვართ, გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, როგორც ამ დღეების განმავლობაში ხშირად ვთქვით. კონკრეტული, პატარა საბაბების მოფიქრება, მესმის, ვნახეთ ის კონკრეტულ პერსონებზე გადავიდნენ. ამისათვის იყო ეს ყველაფერი გაკეთებული, ეს პიარ-კამპანიაც, რომლისთვისაც უნდა აღშფოთებულიყო ქართული საზოგადოება და აღშფოთდნენ ისევ ისინი, ვინც ფაბრიკაცია მოახდინა, ვინც ჩაიწერა თავის დროზე, მერე დაამზადა, დაამონტაჟა და ვინც ეს სიცრუე გამოიგონა", — განაცხადა მდინარაძემ.
TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.
ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.
გაიგეთ მეტი:
- ჩანაწერების გავრცელების შემდეგ თორნიკე შენგელია ბერა ივანიშვილს მხარდაჭერას უცხადებს
- მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ პროვოკაციული ნაბიჯისგან — უგულავა მოლაპარაკებებში ღარიბაშვილის მონაწილეობაზე
- ქართული ოცნება "ჩალიჩობს", რომ ხანდაზმულობის ვადაში მოაქციოს ეს ყველაფერი — სამუშია ჩანაწერებზე
- ლელომ TV პირველის მიერ გავრცელებულ ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურაში განცხადება შეიტანა
- ჩანაწერების გავრცელებიდან 24 საათზე მეტი გავიდა, პრემიერმინისტრი კი ისევ დუმს
- ეს იყო გამიზნული პროვოკაცია, იუმორის გარეშე ვერ მივიღებ — ანზორ ჩუბინიძე
-
გადახედვარა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად რა ასაკში მიაჩნიათ ადამიანი ხანდაზმულად
-
გადახედვამკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს მკვლევრებმა კოსმოსში ახალი მოლეკულა აღმოაჩინეს
-
გადახედვამოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი მოლაპარაკებები არ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი დღის წესრიგშია — ევროპარლამენტის რეზოლუციის საბოლოო პროექტი
-
გადახედვაშესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა შესაძლოა, პაციენტებს გადარჩენის მეტი შანსი ჰქონდეთ, თუ მათი ექიმი ქალია — კვლევა
-
-
-
გადახედვაბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ ბორელი: ჩვენი კარი ღიაა, მოვუწოდებ საქართველოს ლიდერებს, გამოხატონ მოქალაქეების მოლოდინები და ქვეყანა ევროკავშირის გზას არ ააცდინონ
-
გადახედვამესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI მესტიის მერი დეკლარაციაში ქონებას მალავს — TI
-
-
-
-
გადახედვაროდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა როდის გაჩნდნენ დედამიწაზე მანათობელი ცხოველები? — კვლევა
-
გადახედვაბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ ბრძოლა გრძელდება, აქციებზე შევხვდებით — ლაზარე გრიგორიადისის პირველი განცხადება გათავისუფლების შემდეგ
-
გადახედვალაზარე გრიგორიადისი თავისუფალია ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია
-
გადახედვაშეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია შეიმუშავეს ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც ადამიანის დნმ-ის რედაქტირება შეუძლია
-
-
-
გადახედვა"იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება "იდენტიფიცირებულნი იქნებიან ის პირები, რომლებიც აქციის მონაწილეებს საავტომობილო გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვანახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა ნახეთ: მზეზე ერთდროულად 4 ამოფრქვევა მოხდა — უიშვიათესი მოვლენა
-
გადახედვადააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს დააკავეს 2 პირი, რომლებმაც მოქალაქეებს, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხა გამოსძალეს
-
კომენტარები