ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მმართველ გუნდს მოუწოდებს მოლაპარაკებებზე ღარიბაშვილის ნაცვლად სხვა პოლიტიკური ფიგურანტი წარმოადგინოს, თუმცა მისივე თქმით, არ ოპოზიცია არ მისცმემს ქართულ ოცნებას საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს.

"ოპოზიციური ერთობა არის იმავე პლატფორმაზე, რომელ პლატფორმაზეც ჩვენ ვიყავით. მიუხედავად შესაძლებელია მცირე განსხვავებული პოზიციებისა, რომელიც შესაძლებელია სხვადასხვა პარტიებს ჰქონდეთ, არაფერი ემუქრება ოპოზიციურ ერთობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეორე — ჩვენ არ მივცემთ ქართულ ოცნებას იმის საშუალებას, რომ მოლაპარაკებები ჩაშალოს იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს ვალდებულებები აღებული საერთაშორისო თანამეგობრობასთან დასაქართველოს მოქალაქეებთან. გარდა ამისა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოზიცია არის იგივე — ნიკა მელიას გათავისუფლება, რომელიც უნდა წარმოადგენდეს, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტიის სახელით მოლაპარაკებებს. რაც შეეხება ღარიბაშვილთან დაკავშირებულს, მე გეტყვით, რომ, ის უნდა იყოს გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის ობიექტი", — განაცხადა დეკანოიძემ.

TV პირველმა 6 მარტს გაავრცელა ჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი, ბერა ივანიშვილი და ანზორ ჩუბინიძე იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ და განიხილავენ, ვინც ბერა ივანიშვილს აგინებს. ჩანაწერში საუბარია უკვე მომხდარ ფაქტებზეც, რომელთა მოყოლის პროცესში სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილი და ბერა ივანიშვილი იციანიან. სავარაუდოდ, ქართული ოცნების დამფუძნებლის შვილი კმაყოფილებას გამოხატავს იმის გამო, რომ მისი გინებისთვის ადამიანები ისჯებიან.

ამ დროისთვის უცნობია, ავთენტურია თუ არა ჩანაწერები. ქართული ოცნების რამდენიმე ლიდერმა ჯერ კიდევ გადაცემის ანონსის შემდეგ თქვა, რომ ეს არის "ფაბრიკაცია" და "შეკოწიწებული". თავდაპირველად ჩანაწერის გაკეთების თარიღად მათ 2011 წელი დაასახელეს, შემდეგ კი — 2010. ჩანაწერებს ამ დრომდე არ გამოხმაურებია შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიუხედავად იმისა, რომ ისმის სავარაუდო ძალადობისა და მომავალი ძალადობის გეგმების შესახებ. კომენტარები არ გაუკეთებიათ არც პრემიერმინისტრ ღარიბაშვილსა და ბერა ივანიშვილს.

ჩანაწერების გავრცელების შემდეგ განცხადება ამ დრომდე პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს არ გაუკეთებია.

აღნიშნულს გამოეხმაურნენ ქართული ოცნების ლიდერები, მამუკა მდინარაძე და ირაკლი კობახიძე, განცხადება გააკეთა თვითონ პარტიამაც, თუმცა ღარიბაშვილისგან განმარტება საზოგადოებას ჯერ კიდევ არ მოუსმენია.