თბილისში სტუდენტურმა მოძრაობამ აუდიტორია 115 აქცია გამართა. ისინი სოლიდარობას უცხადებენ აზოტის ქარხნიდან გათავისუფლებულ მუშებს.

აქციის მონაწილეების მოთხოვნაა, სამსახურში აღდგეს აზოტის საწარმოდან გათავისუფლებული 350 ადამიანი. ისინი ასევე სოლიდარობას უცხადებენ ფრესკოს, ბიბლუსისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლებს.

აქტივისტებმა მსვლელობა საქართველოს ბანკიდან კანცელარიამდე მოაწყეს.

თებერვლის დასაწყისში, აზოტის ქარხნიდან დამსაქმებელმა 350 ადამიანი გაათავისუფლა სამსახურიდან. სამსახურში მისულ თანამშრომლებს თავიანთი საშვები დაბლოკილი დახვდათ.