OnePlus-მა სმარტფონების ახალი სერია ოფიციალურად დააანონსა. OnePlus 9-ს, 23 მარტს, ჩვენი დროით 19:00-ზე ვიხილავთ. კომპანიამ ასევე დაადასტურა, რომ კამერების კუთხით, ისინი წელს შვედურ კომპანიასთან, Hasselblad-თან ითანამშრომლებენ.

თუ გავრცელებულ ჭორებს დავუჯერებთ, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ სმარტფონი 1440p გარჩევადობის მქონე, 120 ჰერციანი ეკრანითა და 45 ვატიანი სწრაფი დამუხტვის ფუნქციით გამოვა. OnePlus-ის პოსტერიდანვე ჩანს, რომ კომპანია ერთზე მეტი სმარტფონის გამოშვებას გეგმავს. რაღა თქმა უნდა, თითოეულ მათგანს 5G-ს მხარდაჭერაც ექნება.

მე-9 სერიას სონის უახლესი, Sony IMX789 სენსორი ექნება. მისი მეშვეობით სმარტფონი 12 ბიტიან RAW გადაღების რეჟიმსაც შემოგვთავაზებს. ამ ყველაფერს უკვე ვხვდებით Galaxy S21 Ultra-სა და iPhone 12 Pro და Pro Max-ში.